1 8 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბრიფინგი პროკურატურაში - ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს

ჩამოტვირთვა

ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს. განცხადება პროკურატურაში გაკეთდა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. 

„გამოტანილი არის დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,“ - განაცხადა პროკურორმა.

საგამოძიებო უწყების წარმომადგენლის თქმით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადების გარდა, "რუსთავი 2-ის" ამჟამინდელი გენერალური დირექტორის კომენტარებიც დაედო.

„ამ კომპანიის დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებისა და ქონების მოჩვენებითი ანდა თვალთმაქცური გზით გადამალვის ფაქტზე. საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 9 პროცენტიანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენაზე... კერძოდ, გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით  "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო  6 763 510  ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა,“ - ამბობს პროკურორი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები