სტატია
  1. თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
  2. "ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ საქართველოს ხალხს ეროვნულ დღესასწაულს"
  3. ვაშინგტონში მერმა 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა
  4. "ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გულითადად ულოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!"
  5. დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
  6. "პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც აღარ შეუძლია - ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
  7. "ამ მოვლენებს უახლოეს მომავალში „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის განხორციელების შედეგად ვიხილავთ"
  8. "თავდამსხმელი ლიკვიდირებულია თეთრი სახლის ჭიშკართან საიდუმლო სამსახურის აგენტებთან ორმხრივი სროლის შემდეგ"
პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია
ბიზნესი

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

კინოდაჯილდოება „ელისო წელს მეორედ იმართება. ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური გამარჯვებულებს 14 ივნისს, ექვს კატეგორიაში დაასახელებს.

„ელისოსდაარსების დღიდან, კინოპრემიის უცვლელი მხარდამჭერი და გენერალური სპონსორია თიბისი. პროექტის მთავარი პარტნიორები არიან: კოკა-კოლა და  სიტროენი. მხარდამჭერები - სარაჯიშვილი, რუმს ჰოტელი და ვაზისუბნის მამული.

წელს, „ელისოსშთამბეჭდავი  ჟიური ჰყავს, გთავაზობთ მცირე ინფორმაციას:

კარლოს რეიგადასი - მექსიკელი რეჟისორი/სცენარისტი/პროდიუსერი. კანის კინოფესტივალის სამი სხვადასხვა პრემიის ლაურეატი. 2025 წლის კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრი.

აგნეშკა ჰოლანდი - პოლონელი რეჟისორი/სცენარისტი/პროდიუსერი.
2020–2024 წლებში ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი. ოსკარზე ნომინირებული რეჟისორი, ოქროს გლობუსის, ვერცხლის დათვისა და 2023 წელს, ვენეციის ჟიურის სპეციალური ჯილდოს მფლობელი.

სალომე კიკალეიშვილი
- კინოკრიტიკოსი/ჟურნალისტი. კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის - ფიპრესის (FIPRESCI) წევრი. ევროპის კინოაკადემიის ჯილდოს - ევროპული აღმოჩენა ‘’Prix Fipresci’’ კომისიის წევრი.

ელენე ნავერიანი - რეჟისორი/სცენარისტი. Swiss Film Awards-ისა და სარაევოს კინოფესტივალის საუკეთესო ფილმის ჯილდოს მფლობელი ფილმისთვის - „შაშვი შაშვი მაყვალი. 2024 წლის „ელისოსსაუკეთესო ფილმის ნომინაციის გამარჯვებული.

ტომას ჰაკიმი - პროდიუსერი საფრანგეთიდან. 2024 წლის კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი ფილმის პროდიუსერი.
2025 წლის ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტი.

ანგელიკი პაპულია - ბერძენი მსახიობი და თეატრის რეჟისორი. სარაევოს კინოფესტივალის საუკეთესო მსახიობის ჯილდოს მფლობელი.

დიტო ცინცაძე - რეჟისორი/სცენარისტი. ლოკარნოს კინოფესტივალის ვერცხლის ლეოპარდის,  სან-სებასტიანის ოქროს ნიჟარის და თბილისის კინოფესტივალის ოქროს პრომეთეს არაერთგზის მფლობელი.

შეგახსენებთ, რომ პრემია „ელისო“ ნატო ვაჩნაძის ფონდის პროექტია, რომლის მთავარი მიზანიც ხელოვნების, განსაკუთრებით კი, კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობაა.