სტატია
  1. ყაზახეთის პრეზიდენტმა კაცების ჩახუტება გააკრიტიკა და მათ მოუწოდა, მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლონ
  2. რუსი სამხედროები მობილიზაციისთვის მზადების წვრთნებს ატარებენ
  3. უკრაინა-რუსეთის ომი წლები გაგრძელდება, პუტინი ფსონს ჩამოდის, რომ რუსეთი უკრაინაზე დიდხანს გაძლებს
  4. თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
  5. ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
  6. საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება - თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
  7. მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  8. თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
სასტუმრო “სეროდანი” თელავში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ბიზნესი

სასტუმრო “სეროდანი” თელავში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ ფოტო რეალობას ვერ გადმოსცემს - სასტუმრო სეროდანი სწორედ ასეთი ადგილია. დიდი ვენახების, ალაზნის ველისა და კავკასიონის სილამაზის აღსაქმელად, ინსტაგრამის ფილტრი ნამდვილად არ დაგჭირდებადა აქ ყოფნის დროს გადაღებული ფოტოები ყოველგვარი დამუშავების გარეშე თამამად შეგიძლიატვირთოთ. თუმცა, ამ ადგილის მთავარი ხიბლი ხედებს მიღმა იმალება.

თელავიდან 3 წუთის სავალ გზაზე დაშორებული სოფელი სეროდანი  საუკუნის წინ დაიცალა. სწორედ ადგილმდებარეობიდან გამომდინარე დაერქვა სასტუმროს ეს სახელი.

რამდენიმე წლის წინ, ძმებმა - ზურაბ და ზაქარია მოდებაძეებ ამ ადგილს ფაქტობრივად მეორე სიცოცხლე აჩუქეს. ჯერ მშობლებისეულ ხის სახლს მყარი ღობე შემოარტყეს, მარანი გამართეს, შემდეგ კი, შვილებთან ერთად, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას შეუდგნენ. მიზანი მარტივი, მაგრამ არცთუ მარტივად შესასრულებელი იყო -  სტუმრებს, კახეთის შუაგულში, ის სიმშვიდე და სიმყუდროვე ეპოვათ, რომელიც დიდ ქალაქებში უკვე ძნელად მოსაპოვებელია.

სასტუმრო 6 ხის კოტეჯს, ორ ღია ტიპის აუზს და ქართულ ტრადიციულ რესტორანს აერთიანებს. სტუმრებსსეროდანშირამდენიმე სახეობის  ღვინოს საკუთარი მარნიდან სთავაზობენსასტუმრო ჯამში 32 სტუმარზეა გათვლილი. ყველაფერი მაღალი ხარისხის,  ადგილობრივი ხის მასალითაა დამზადებული. კოტეჯში შესვლისთანავე ხვდები, რომ აქ თითოეულ დეტალზე საგულდაგულოდ იზრუნეს.

ამ ბიზნესში  უმნიშვნელო დეტალი არ არსებობს. როდესაც სტუმართან გაქვს ურთიერთობა, ყველა წვრილმანი მნიშვნელობას იძენს. ეს სფერო შენგან მუდმივ ჩართულობას, ყურადღებას და ზრუნვას მოითხოვს.  აქ, ყველა ერთნაირად ვზრუნავთ იმაზე, რომ თითოეული ჩვენი სტუმარი კმაყოფილი და კიდევ მოუნდეს უკან დაბრუნება. წელიწადნახევარია, სასტუმრო ფუნქციონირებს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენგან უკმაყოფილო სტუმარი არ წასულა. უფრო მეტიც, თითქმის ყველა მათგანი უწევს რეკომენდაციას სხვას, რომ ჩვენთან დაისვენოს, რასაც booking-ის პლატფორმაზე, სტუმრების შეფასებებიც ადასტურებს“, - გვიხსნის ზურა მოდებაძე.

სტუმართ-მასპინძლობის ბიზნესი მუდმივი, ცოცხალი პროცესია, სადაც ყოველდღე გიწევს ადამიანების მოლოდინის გამართლება და  დეტალებზე ზრუნვაა. ამ პროცესში ზურაბ მოდებაძისთვის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი თიბისია.

“20 წელზე მეტია, თიბისის ერთგული მომხმარებელი ვარ. ამ ბიზნესსაც ხელს ვერ მოვკიდებდი შეღავათიანი აგროკრედიტის გარეშე. სამომავლო გეგმებშიც თიბისის იმედი მაქვს”, -ამბობს ზურაი.

“სეროდანი” მუდმივად ფართოვდება. სულ მალე, სტუმრებს თონეში, კახური შოთის ჩაკვრა, მაყალზე მწვადის შეწვა, ჩურჩხელების ამოვლება და არყის გამოხდაც შეეძლებათ. თუმცა,მთავარი ემოცია, რომელსაცსეროდანიგიჩენს, დროის გატარება კი არა, უკან მალევე დაბრუნების სურვილია.