სტატია
  1. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  2. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
  3. თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
  4. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
  5. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
  6. „თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  7. თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
  8. თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
თიბისიმ EBRD-სგან ვაჭრობის დაფინანსების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ორი ჯილდო მიიღო
ბიზნესი

თიბისიმ EBRD-სგან ვაჭრობის დაფინანსების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ორი ჯილდო მიიღო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ლონდონში გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე თიბისის ორი ჯილდო გადასცა.

EBRD-მ თიბისი ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად კიდევ ერთხელ დაასახელა. ფინანსურმა ინსტიტუტმა აღიარება ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის - TFP-ის - ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით მოიპოვა. 

აღნიშნული ჯილდო კიდევ უფრო ამყარებს ბანკის ლიდერულ პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების სექტორში, რომელშიც თიბისის საბაზრო წილი 48%-ს აღემატება, მთლიანი პორტფელი კი 2.8 მილიარდ ლარს შეადგენს. ბანკის ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით ჯამში 2200-მდე მსხვილი, მცირე თუ საშუალო ბიზნესი, ასევე საერთაშორისო კომპანია სარგებლობს, რომელთაც თიბისი ბიზნესპროცესების გამარტივებას, ექსპერტული აზრით მხარდაჭერასა და კონკურენტული პირობებით დაფინანსებას სთავაზობს.

EBRD-ს კიდევ ერთი ჯილდო კი თიბისიმ წლის საუკეთესო მწვანე სავაჭრო გარიგებისთვის მიიღო, რომელიც ბანკს პირველად გადაეცა. გლობალური ჯილდო თიბისიმ მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობისა და განახლებადი ენერგიის დაფინანსებისთვის მოიპოვა, რაც გარემოზე ზიანის შემცირებას უწყობს ხელს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ჯილდო ხაზს უსვამს თიბისის წვლილს ეკონომიკის მდგრად განვითარებაში, რაც კლიმატური გამოწვევების ფონზე ბანკისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. გლობალური დათბობის ზიანის შემცირებისთვის თიბისი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) სტრატეგიის შესაბამისად, აქტიურ ნაბიჯებს დგამს როგორც დაფინანსების გაცემის, ასევე შიდა პოლიტიკის განსაზღვრის ეტაპზე.