პოლიტიკა
"მზად ვარ დებატებში მოვიწვიო გრიგოლ ვაშაძის უფროსი ვაჟი, თუ იცის ქართული.." - სალომე ზურაბიშვილის შვილი
2018-11-21 16:15:46
ჩამოტვირთვა
სალომე ზურაბიშვილის შვილი, თეიმურაზ გორჯესტანი, გრიგოლ ვაშაძის შვილს საჯარო კითხვით მიმართავს და ინტერესდება, რატომ არ მონაწილეობს მამის საარჩევნო კამპანიაში. ეს განცხადება თეიმურაზ გორჯესტანმა სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა, სადაც ის დედასთან ერთად მივიდა.
"ერთი კითხვა მაქვს, ჩვენ აქა ვართ, მე ვარ აქა, ამ დღეში ქეთევანი ჩამოდის პარიზიდან. მე ლონდონიდან ჩამოვედი. მე ერთი კითხვა მაქვს ნოდარ ვაშაძე სად არის? მოსკოვში? არ ვიცი, მაგრამ მე ერთი შეთავაზება მაქვს. ოჯახი აქ არის და ჩვენ ვართ რაც ვართ. კითხვებს ვიღებთ, გამოვდივართ ტელევიზორში რომ გავიცნოთ და თქვენ იცოდეთ როგორც ამომრჩევლები ვინ არიან სალომე ზურაბიშვილის შვილები. მე ვარ დაინტერესებული ვიცოდე ვინ არის გრიგოლ ვაშაძის უფროსი ვაჟი. მე აქ გეტყვით თუ დათანხმდება, თუ ჩამოვა, თუ იცის ქართული, არ ვიცი, მე მზად ვარ დებატებში მოვიწვიო სადაც გინდათ, როდის გინდათ და მოვილაპარაკოთ,“-განაცხადა თეიმურაზ გურჯისტანმა.
კომენტარები