1 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - ელისო კილაძე ქუმსიშვილს მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს

„ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მტკიცებულებების გაყალბებაზე საუბრობს. კილაძე ამბობს, რომ საქმეში ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინტერესები იკვეთება. 

„ხორავას ქუჩის ტრაგედიის საქმეში ჩნდება ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნა, საიდანაც რეალურად დაიწყო მოზარდების მკვლელობის საქმის გაყალბება.  ეს ჩემი ინფორმაციით, მოხდა სწორედ ქუმსიშვილის დავალებით, გოგა თვაურისუშუალო მონაწილეობით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში.

ქუმსიშვილის ინტერესები ბუნებრივია იყო, რომ რაც შეიძლება ბევრი პრობლემა შექმნოდა ირაკლი შოთაძეს და ეს მოახერხა კიდეც, იმიტომ რომ შოთაძე იყო იმ საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც მისი, კვირიკაშვილის და  ალავიძის კორუფციულ სქემებს იძიებს.

ეს გახლავთ კორუფციული სქემები, ინფრასტრუქტურის სამინისტროში მათ შორის საგზაო დეპარტამენტში და ის პროექტები, რომელშიც მონაწილეობა ჰქონდა ქუმსიშვილს, როგორც ეკონომიკის მინისტრს და ზურაბ ალავიძეს, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრს. დაახლოებით 1 მილიარდ ლარზეა საუბარი, რის ფარგლებშიც გამოძიება მიდის. ძალიან მნიშვნელოვანია ახალი მთავარი პროკურორი მოახერხებს თუ არა იმას, რომ ეს თითქმის გამოძიებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოს.

მე მგონია, რომ წინ საკმაოდ სკანდალური ზაფხული გველის არ გამოვრიცხავ რომ პირდაპირ საპატიმრო ღონისძიება იყოს გამოყენებული პირველი ვიცე-პრემიერის მიმართ,“- აცხადებს ელისო კილაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები