სტატია
  1. ყაზახეთის პრეზიდენტმა კაცების ჩახუტება გააკრიტიკა და მათ მოუწოდა, მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლონ
  2. რუსი სამხედროები მობილიზაციისთვის მზადების წვრთნებს ატარებენ
  3. უკრაინა-რუსეთის ომი წლები გაგრძელდება, პუტინი ფსონს ჩამოდის, რომ რუსეთი უკრაინაზე დიდხანს გაძლებს
  4. თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
  5. ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
  6. საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება - თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
  7. მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  8. თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
სოციალური დიზაინის დღეები -  ახალი პლატფორმა ცვლილებაზე ორიენტირებული დიზაინისთვის
ბიზნესი

სოციალური დიზაინის დღეები - ახალი პლატფორმა ცვლილებაზე ორიენტირებული დიზაინისთვის

თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის ინსტიტუტმა Polish Graphic Design-თან თანამშრომლობით, სოციალური დიზაინის დღეების პირველ კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიებამ გააერთიანა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები — არქიტექტორები, დიზაინერები, მკვლევრები, მეწარმეები და სამოქალაქო სექტორი- ერთი მიზნის გარშემო: როგორ შეუძლია დიზაინს ხელი შეუწყოს სოციალურ ცვლილებებს.

ორი დღის განმავლობაში, დიზაინის ინსტიტუტმა უმასპინძლა 400-ზე მეტ სტუმარს და 15-ზე მეტ სესიას, სამუშაო შეხვედრასა და დისკუსიას, რომლებმაც საშუალება მისცა განსხვავებული გამოცდილების მქონე ადამიანებს გაეზიარებინათ თუ როგორ შეუძლია თანამშრომლობას, თუნდაც მცირე მასშტაბით, შექმნას ადამიანზე ორიენტირებული დიზაინი. 

პლატფორმის მიზანი  სოციალური დიზაინის გარშემო დიალოგის დაწყება, სფეროთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება და სისტემურ გამოწვევებზე შემოქმედებითი და ადამიანზე ორიენტირებული პასუხების შემუშავებაა. დიზაინი, როგორც ინსტრუმენტი, შეიძლება გამოვიყენოთ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობა და საჯარო სივრცეების ხელახალი გააზრება.

პირველი კონფერენციის ძირითადი თემები იყო: ურბანული სივრცეები და მემკვიდრეობა, სოციალური დიზაინის ხელსაწყოები, ბრენდი და სოციალური პასუხისმგებლობა. 

ქართველ და პოლონელ მონაწილეებს შორის იყვნენ როგორც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები,  ისე სტარტაპები და  სტუდენტები. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო პრაქტიკულ საქმიანობას - მონაწილეები რეალურ პრობლემებზე დაფუძნებულ სამუშაო შეხვედრების დროს  ქმნიდნენ დიზაინ გადაწყვეტილებებს ქალაქისთვის, საზოგადოებისთვისა და კულტურული სივრცეებისთვის. 

სოციალური დიზაინის დღეები გრძელვადიანი პლატფორმის დასაწყისია, რომელიც მომავალში გაგრძელდება თემატური შეხვედრებით, საჯარო ლექციებით, კვლევებითა და საგანმანათლებლო პროგრამებით. 

დიზაინის ინსტიტუტის ხედვაა - შექმნას სივრცე, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ისინი, ვინც უკვე ჩართულნი არიან ჩვენს პროგრამებსა და ინიციატივებში, გაერთიანდებიან საერთო მიზნების ირგვლივ. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს აქვს ყველანაირი რესურსი - შემოქმედებითი ტალანტი, სამოქალაქო ენერგია და კულტურული მემკვიდრეობა იმისთვის, რომ გახდეს რეგიონალური ცენტრი სოციალური დიზაინისთვის.

თიბისი მხარს უჭერს განათლების ისეთ პროექტებს, რომლებიც ადამიანების განვითარებას და მათ წინსვლას უფრო მეტად მიეხმარება. ბრენდის მიზანია  წაახალისოს და ხელი შეუწყოს ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ რომ განათლებით საკუთარ ამბავს ქმნიან.