სტატია
  1. თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
  2. "სამ თანამზრახველს დაავალა დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილის მკვლელობა" - პროკურატურა
  3. "ბრალდებულთა ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს" - პროკურატურა
  4. "ბატონი პაატა მოგესალმებათ ყველას. მას 8 დეკემბრამდე აკრძალული აქვს წერილის გამოგზავნა" - ადვოკატი
  5. მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
  6. მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის „თეგეტა მოტორსის“ რჩევებით
  7. ამერიკული TXN Energy (ყოფილი „ფრონტერა“) აშშ-ში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო ზომების გაუქმებას ლობირებს
  8. "მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს"
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ბიზნესი

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

თიბისი კონცეპტის გალერეა 14 ნოემბერიდან გიწვევთ დავით მესხის და ტონი ჯასთის ერთობლივ გამოფენაზეჩვენ მაძიებლები ვართ“. გამოფენის კურატორია გალერეაელ ცე კვაისარ“.

„ნამუშევრები, რომელთაც თიბისი კონცეპტის გალერეაში წარმოვადგენ, გასულ წელს, ბერლინში შეიქმნა. ისინი ეფუძნება ჩანახატებს, მოგონებებსა და შემთხვევითობებს.“- ტონი ჯასთი

„მაძიებელი არის ის, ვინც ეძებს და ათვალიერებს. ამ გამოფენამ საშუალება მომცა, გადამეაზრებინა გამოსახულების შექმნის მიმართ ჩემი მიდგომა. ამ ნამუშევრებამდე ცვლილებების ძიებისას მივედი.

ვეძებდი არა ერთ გამოსახულებას, არამედ სხვადასხვა ნამუშევრის ნაკრებს, რომლებიც გაურკვევლობის ატმოსფეროს ქმნის.

ათლეტები წარმოდგენილი არიან ტანვარჯიშის ხალიჩის მიღმა. ისინი მოშორებული არიან თავიანთ თავდაპირველ მნიშვნელობას და გარემოს. ეს გამოსახულებები დამუშავებულია ფიზიკურად და ციფრულად.

ასე მგონია, თითქოს რაღაცის ჩრდილისკენ ვმოძრაობ; რაღაცის, რასაც ბოლომდე ჯერ ვერ ვხედავ. იქ, სადაც ყოფნა და არყოფნა შეიძლება თანაარსებობდეს.“ - დავით მესხი

ვიზუალური არტისტი ტონი ჯასთი დაიბადა აშშ-ში. უკანასკნელი 17 წლის მანძილზე, ის ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში (გერმანია). მისი ნამუშევრები მსოფლიო მასშტაბით იფინება. 2021 წლის შემოდგომასა და 2022 წლის გაზაფხულზე მან მონაწილეობა მიიღო თბილისში მოწყობილ სარეზიდენციო პროგრამაში, რომლის სპონსორი იყო ორგანიზაციაპროპაგანდა“. ის, ასევე, ასწავლიდა თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლაში, თბილისში. თბილისში ყოფნისას, მან წარმოადგინა თავისი წიგნებისა და კედლის მხატვრობის გამოფენა წიგნის მაღაზიაKona Books“-ში. გამოფენის კურატორი იყო ნინა ახვლედიანი. ტონი ჯასთის ნამუშევარი, ასევე, წარმოდგენილი იყო ჯგუფურ გამოფენაში, სახელწოდებითსაკურთხეველი“, რომელიც გასულ წელს გალერეაელ ცე კვაისარშიგაიმართა.

დავით მესხი დაიბადა 1979 წელს თბილისში. ის სპორტულ გარემოში გაიზარდა: მამამისი საბჭოთა კავშირის ტანმოვარჯიშეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო. დავით მესხმა ერთდროულად მიიღო ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფისტის ბაკალავრის ხარისხები შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, თბილისში. 2015 წელს ის იყო დოკუმენტური ფილმისროცა დედამიწა მსუბუქიათანარეჟისორი. ფილმმა, რომელიც იმედგაცრუებული ქართველი ახალგაზრდების შესახებ გვიამბობს, არაერთი ჯილდო მოიპოვა. 2024 წელს მისი პირველი სამუზეუმო სოლო გამოფენა გაიმართა სენტ-ეტიენ მეტროპოლის (საფრანგეთი) თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MAMC+).

გამოფენის გახსნა: 14 ნოემბერი, 18:00-20:00

გამოფენის ხანგრძლივობა: 14.10.25-05.02.26

გალერეის სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი, 10:00-20:00

მისამართი: მარჯანიშვილის 7, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე