სტატია
  1. RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
  2. ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
  3. "უკრაინელი სამხედროები ასევე მონაწილეობენ კონსულტაციებში იმის თაობაზე, თუ როგორ იფუნქციონირებს შემდგომში ჰორმუზის სრუტე"
  4. "მე ვთანხმდები ირანის დაბომბვისა და თავდასხმის შეჩერებას ორი კვირის ვადით. ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა!"
  5. ირანმა ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა - დოკუმენტს ბრიტანული BBC ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს
  6. მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
  7. "ჩვენ წარმოვჩინდებით, როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონი. საქართველო თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს..."
  8. "Artemis II-ის ეკიპაჟის მიერ გადაღებული ეს ახალი ფოტო გვიჩვენებს მთვარის ხილული და უხილავი მხარეების კომბინირებულ ხედს"
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის - შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის - შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

ზამთრის  მოახლოებასთან ერთად ტემპერატურა იკლებს და გზაზე მოცურების რისკი იზრდება. ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზი სწორედ არასათანადოდ აღჭურვილი ავტომობილია. ამიტომ უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელია საბურავების სეზონურად შეცვლა - როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუს ჩამოსცდება, ზაფხულის საბურავები უნდა ჩანაცვლდეს. ზამთრის საბურავები უკეთეს მოჭიდებას უზრუნველყოფს და თოვლიან და ყინულიან გზებზე სამუხრუჭე მანძილს ამცირებს, რაც მძღოლსა და მგზავრებს პოტენციური საფრთხეებისგან იცავს.

ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს „თეგეტა მოტორსი“. სწორედ სეზონურ ცვლილებებთან დაკავშირებით კომპანია მომხმარებელს საბურავებზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს: „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში ზამთრის საბურავების შეძენისას, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, 22 ნოემბრის ჩათვლით, გაორმაგებული ქეშბექის აქცია მოქმედებს.

დავით ჩხაიძე, „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: „თეგეტა მოტორსისთვის“ მომხმარებლის უსაფრთხოება და კომფორტი ყოველთვის პრიორიტეტია. ზამთრის სეზონი განსაკუთრებულ გამოწვევებს ქმნის გზებზე და შესაბამის მომზადებასაც მოითხოვს. სწორად შერჩეული ზამთრის საბურავები არა მხოლოდ რეკომენდაცია, არამედ აუცილებელი პირობაა უსაფრთხოებისთვის და გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან გვიცავს.

ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მძღოლებისთვის სეზონური ცვლილებებისთვის მოსამზადებლად დამატებითი მოტივაცია მიგვეცა, რათა საბურავები ხელსაყრელი პირობებით შეცვალონ. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მძღოლებს, დროულად მოემზადონ ცივი სეზონისთვის და შეხვდნენ ზამთარს თავდაჯერებულად - ისე, რომ ყოველი მგზავრობა იყოს უსაფრთხო და საიმედო“.

რა უნდა გაითვალისწინოთ ზამთრის საბურავების შერჩევისას

        .    გადაადგილების პირობების შეფასება - განსაზღვრეთ, სად გიწევთ უმეტესად მოძრაობა: ქალაქის მშრალ გზებზე თუ თოვლიან და ყინულიან რელიეფზე. ქალაქის მოდელები განსხვავდება მკაცრი ზამთრისთვის განკუთვნილი საბურავებისგან.

         მარკირებისა და პარამეტრების შემოწმება - საბურავზე აუცილებელია ფიფქის სიმბოლო (3PMSF), პროტექტორის სიმაღლე არანაკლებ 3 მმ (მსუბუქი ავტომობილისთვის) და დამზადების თარიღი - არა უმეტეს 10 წლის წინ.

        .    რეგულარული მოვლა - თვეში ერთხელ შეამოწმეთ წნევა, რათა თავიდან აიცილოთ არათანაბარი ცვეთა და შეინარჩუნოთ საბურავის ოპტიმალური მახასიათებლები.

„თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავების პრემიუმ ბრენდების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. მათ შორის არის Bridgestone-ის Blizzak სერია - ზამთრის საბურავები, რომლებიც გამოირჩევა თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უმაღლესი შესრულებით ყინულსა თუ თოვლზე. გარდა იმისა, რომ ეს მოდელი გამძლე და კომფორტულია, მისი მთავარი უპირატესობაა სპეციალური Multi-Cell რეზინის ნაზავი: მიკროსკოპული ღრუები იწოვს წყალს მოყინული ზედაპირიდან, რაც უზრუნველყოფს მოკლე მანძილზე დამუხრუჭებასა და სტაბილურ მოჭიდებას ნებისმიერი ტიპის რელიეფისა თუ ამინდის პირობებში.

„თეგეტა მოტორსში“ საბურავის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი  „უსასრულო გარანტიით“ ისარგებლებს.

„თეგეტა მოტორსისთვის“, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ კომპანია მომხმარებლის მიერ ფილიალებში მიტანილი მეორადი საბურავების ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავებას  უზრუნველყოფს.

--

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.