სტატია
  1. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  2. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  3. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  4. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  5. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  6. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
  7. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  8. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
"სამ თანამზრახველს დაავალა დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილის მკვლელობა" - პროკურატურა
საზოგადოება

"სამ თანამზრახველს დაავალა დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილის მკვლელობა" - პროკურატურა

„პროკურატურამ, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვისა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ჯგუფურად და ანგარებით, განზრახ მკვლელობის ორგანიზებისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვისთვის ექვს პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ფერმერს, უცხო ქვეყნიდან დაუკავშირდა წარსულში ნასამართლევი, წითელი ცირკულარით ძებნილი, კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი წევრი ელმურაზ მამედოვი, რომელმაც ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დაზარალებულს 200 000 აშშ დოლარის გადაცემა მოსთხოვა, რაზეც ამ უკანასკნელმა განუცხადა უარი. კრიმინალური სამყაროს წევრმა მსხვერპლის დაშინებისა და თანხის მიღების მიზნით, სამ თანამზრახველს დაავალა დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილის მკვლელობა.

7 ნოემბერს, საღამოს საათებში, დაზარალებულის კუთვნილი ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამი პირი ჩაუსაფრდა არასრულწლოვანს, რომელიც ავტომობილით გადაადგილდებოდა. ელმურაზ მამედოვთან შეთანხმებისამებრ ერთ-ერთმა პირმა, მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან დამიზნებით გაისროლა არასრულწლოვანის მიმართულებით, თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო.

სამართალდამცველებმა ორი პირი 8 ნოემბერს დააკავეს, ორი პირი კი მიმალვაში იმყოფება.

ელმურაზ მამედოვს ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25.109-ე მუხლის „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის ორგანიზება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ანგარებით) და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინა.

მამედოვის თანამზრახველებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ე“, „ი“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ჯგუფურად, ანგარებით) და 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა (გამოძალვაში დახმარება, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნაში დახმარება, რასაც თან ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინათ.

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ - საქართველოს პროკურატურა.