სტატია
  1. „თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია და საუკეთესო თილისმა გზაზე, რომლითაც ბედს შენს გემოზე ატრიალებ
  2. თიბისის მხარდაჭერით ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ
  3. 2025 წელს ეკონომიკური ზრდის მეოთხედი საგარეო მოთხოვნაზე მოდიოდა
  4. თიბისი ეროვნული AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი და თანაორგანიზატორია
  5. თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
  6. სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის
  7. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 319 სამხედრო დაკარგა
  8. „თეგეტა ბიზნესის“ განსაკუთრებული შეთავაზებები კორპორაციულ მომხმარებლებს - Black Friday-ს კვირეული დაიწყო
EU-მ მოლდოვასთან მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
მსოფლიო

EU-მ მოლდოვასთან მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

EU-მ მოლდოვასთან მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა.

"მე-6 კლასტერი „საგარეო ურთიერთობები“ ორ ცალკეულ მოლაპარაკებების თავს მოიცავს:

• თავი 30 – საგარეო ურთიერთობები: ეს თავი მოიცავს ევროკავშირის ერთიან სავაჭრო პოლიტიკას, ჰუმანიტარულ დახმარებასა და განვითარების სფეროში თანამშრომლობას. იგი მოითხოვს ევროკავშირის სავაჭრო კანონმდებლობასთან, საერთაშორისო ვალდებულებებთან და მასთან დაკავშირებულ საგარეო პოლიტიკურ პოზიციებთან შესაბამისობას.

• თავი 31 – საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა: ეს თავი მოიცავს ევროკავშირის ერთიან საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ პოზიციებთან, პოლიტიკურ დეკლარაციებთან, სანქციებსა და შეზღუდვით ზომებთან შესაბამისობას" - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცოტა ხნით ადრე ევროკავშირმა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი უკრაინასთანაც გახსნა.