სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
  2. "რასაც უკრაინული რეჟიმი აკეთებს, მეკობრეობაც კი აღარ არის"
  3. უკრაინული დრონის დარტყმის შედეგად რუსული фсб-ის საპატრულო გემის განადგურება თანამგზავრული ფოტოებით დადასტურდა
  4. EU-მ მოლდოვასთან მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
  5. თიბისი ტექსკოლა - ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
  6. "დიახ, მშვიდობა ჩვენი მიზანია, დიახ, ჩვენ ვაფასებთ თავისუფლებას და კანონის უზენაესობას და დიახ, ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ მათ დასაცავად"
  7. უკრაინამ და მისმა ცხრა მოკავშირემ ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო ფარის შესაქმნელად ანტიბალისტიკური კოალიცია ჩამოაყალიბეს
  8. უკრაინელებმა ოკუპირებულ დონეცკში საბრძოლო მასალების საწყობები გაანადგურეს
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

თიბისის მხარდაჭერითა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული AI ნაკრები 2026 წლის 2-8 აგვისტოს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, ხელოვნური ინტელექტის მე-3 საერთაშორისო ოლიმპიადაში (IOAI 2026) მიიღებს მონაწილეობას. ამჟამად გუნდი ოლიმპადისთვის ინტენსიურ მომზადებას გადის.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არიან:

  • მათე რეხვიაშვილი - ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
  • ნიკოლოზ ყიფშიძე -136-ე საჯარო სკოლა.
  • ნიკოლოზ გეგენავა - ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
  • გიორგი მაისურაძე - ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
  • ლუკა ბერიკელაშვილი - ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
  • ანტონი ინგოროყვა - -ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
  • ნიკოლოზ კილაძე - გ. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია.
  • გიორგი ცქიტიშვილი - -ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.

 

საერთაშორისო ასპარეზისთვის მოსამზადებლად მათ გაიარეს GAIA-ს საოლიმპიადო AI კურსი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლებისა და მონაცემთა მეცნიერების პრაქტიკულ მიმართულებებს მოიცავდა.

ნაკრებს ხელმძღვანელობს შოთა ელყანიშვილი, თანახელმძღვანელები კი ნიკა მიქაბერიძე და ლუკა დარსალია არიან. ოლიმპიადის პარტნიორი, თიბისისთან ერთად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და მის ბაზაზე შექმნილი ტექ ოლიმპიადების ჰაბია.

განათლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება თიბისისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, კომპანია აგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას აძლევს და მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში ეხმარება. საქართველოს ნაკრების მონაწილეობა IOAI 2026-ში ამ მიზნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა.