სტატია
  1. თიბისიში გზავნილები მომგებიანია - ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
  2. PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  3. ტუსკმა განაცხადა, რომ დააკავეს პირი, რომელიც მასზე და თავდაცვის მინისტრზე მკვლელობის მცდელობის მომზადებაშია ეჭვმიტანილი
  4. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  5. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  6. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  7. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  8. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
უკრაინამ და მისმა ცხრა მოკავშირემ ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო ფარის შესაქმნელად ანტიბალისტიკური კოალიცია ჩამოაყალიბეს
მსოფლიო

უკრაინამ და მისმა ცხრა მოკავშირემ ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო ფარის შესაქმნელად ანტიბალისტიკური კოალიცია ჩამოაყალიბეს

უკრაინამ და მისმა ცხრა მოკავშირემ ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო ფარის შესაქმნელად ანტიბალისტიკური კოალიცია ჩამოაყალიბეს.

 ათმა ქვეყანამ „ინტეგრირებული ანტიბალისტიკური თავდაცვის კოალიციის“ შექმნა ოფიციალურად გამოაცხადა. ელისეს სასახლის ოფიციალური ვებგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალიანსის დამფუძნებელი წევრები არიან: უკრაინა, დანია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.

„ჩვენ, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები, ვაცნობიერებთ რა ბალისტიკური რაკეტების მხრიდან მზარდ საფრთხეს და თავდაცვითი შესაძლებლობების მზარდ მნიშვნელობას ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისთვის, დღეს ვაცხადებთ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხებში ექსკლუზიურად თავდაცვითი კოალიციის შექმნის დაწყებას“ - ნათქვამია დეკლარაციაში.

„ჩვენ გამოვხატავთ მხარდაჭერას მისი ფლაგმანური პროექტის მიმართ, რომელმაც სწრაფი ტემპით უნდა იმუშაოს რაკეტსაწინააღმდეგო პოტენციალის განვითარებაზე" - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ამ დეკლარაციის საფუძველზე, ევროპული ქვეყნები გეგმავენ ჩამოაყალიბონ: საერთო ოპერატიული მოთხოვნები, ერთობლივი ტექნიკური სამუშაო ჯგუფები, მართვის მკაფიო მექანიზმები, კონკრეტული საგზაო რუკა კოალიციის საწყისი ოპერატიული შესაძლებლობების მისაღწევად. ყველა ნაბიჯი განხორციელდება თითოეული ქვეყნის კონსტიტუციური ჩარჩოებისა და საერთაშორისო ვალდებულებების სრული შესაბამისად.