სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
  2. მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  3. "ამ სამხედრო ჩართულობის დასრულებისას, ამერიკელი ხალხი და მთელი მსოფლიო ბევრად უფრო უსაფრთხოდ და დაცულად იქნებიან"
  4. თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა
  5. მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
  6. "მე შევხვდი უკრაინელ დრონის ოპერატორს რომელმაც 800 რუსი მოკლა და არასდროს ყოფილა ფრონტის წინა ხაზზე"
  7. მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  8. თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა და ახალი თაობისთვის საუკეთესო შესაძლებლობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბრენდი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც მოსწავლეებს ცოდნის გამოვლენაში, ახალი უნარების განვითარებასა და საკუთარი პოტენციალის აღმოჩენაში ეხმარება.

ამ მიზნით, შვეიცარიული საერთაშორისო სკოლა თბილისში (SIST), თიბისის მხარდაჭერით, სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი, საერთაშორისო სტანდარტების მათემატიკურ კონკურსს  „გამო-ცადე BY SIST“ ატარებს. კონკურსში 1 500 მოსწავლე დარეგისტრირდა და მომდევნო ეტაპზე გადავიდა.

კონკურსი IV, V და VI კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. მათემატიკური ამოცანების საშუალებით მონაწილეები ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებას გამოსცდიან, ცოდნასა და შესაძლებლობებს კი ახალ გამოწვევაში გამოიყენებენ.

კონკურსი საერთაშორისო ოლიმპიადების საუკეთესო გამოცდილებას ეფუძნება. მისი მთავარი მიზანია, ბავშვებს მისცეს შესაძლებლობა, გაბედონ, გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები და აღმოაჩინონ ის პოტენციალი, რომელიც შესაძლოა ჯერ თავადაც არ შეუმჩნევიათ. აქ მთავარი მხოლოდ სწორი პასუხი არ არის – მნიშვნელოვანია ცნობისმოყვარეობა, მსჯელობა და ახალი გამოწვევების მიღების სურვილი.

კონკურსის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოიპოვონ შვეიცარიულ საერთაშორისო სკოლაში სწავლის 100%-იანი, 50%-იანი ან 30%-იანი გრანტი. ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა. კონკურსი 21 ნოემბერს გაიმართება, გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია კი 29 ნოემბერს შედგება.

თიბისისთვის განათლება გამარჯვებაა. თიბისი აგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ახალ თაობას ცოდნის გამოვლენის, საკუთარი შესაძლებლობების გამოცდისა და წარმატებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას აძლევს.