სტატია
  1. თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა
  2. მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
  3. "მე შევხვდი უკრაინელ დრონის ოპერატორს რომელმაც 800 რუსი მოკლა და არასდროს ყოფილა ფრონტის წინა ხაზზე"
  4. მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  5. თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
  6. პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
  7. The Independent-ის ცნობით, რუბიო თანამდებობის დატოვებას 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვისა და ტრამპის პოლიტიკისგან დისტანცირების მიზნით გეგმავს
  8. XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა
ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა

თბილისში რეგიონული კონფერენცია გაიმართა. მთავარი თემები ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ვაჭრობის დაფინანსება, შესაბამისობა და ტრანსსასაზღვრო გადახდები იყო. ღონისძიებას საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა (ICC Georgia), რაიფაიზენ ბანკ ინთერნეიშენალმა (RBI), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) უმასპინძლეს.

ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობდნენ რეგულატორების, კომერციული ბანკების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები დსთ-ის (CIS) რეგიონიდან - მსხვილი ექსპორტიორები და იმპორტიორები, ასევე ლოგისტიკური კომპანიები. ღონისძიებამ ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა: გასცნობოდნენ ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების სფეროში არსებულ გამოწვევებს; მიეღოთ ინფორმაცია მარეგულირებელ ცვლილებებზე და გაეზიარებინათ გამოცდილება რეგიონში წამყვანი სპეციალისტებისგან, კომერციული ბანკებისა და მარეგულირებელი ორგანოების მაღალი რანგის პროფესიონალებისგან.

კონფერენციის ფარგლებში გამართულ პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებზე მონაწილეებმა განიხილეს გეოპოლიტიკური ცვლილებების გავლენა სავაჭრო ურთიერთობებზე, შესაბამისობის მოთხოვნები და მათი გავლენა ბიზნესის საქმიანობაზე. ასევე ისაუბრეს ევრაზიული სავაჭრო დერეფნების მნიშვნელობაზე, საერთაშორისო ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების როლზე,  განიხილეს რეგიონში ვაჭრობის დაფინანსების შესაძლებლობებიც. პირისპირ შეხვედრებმა მონაწილეებს საშუალება მისცა, დაემყარებინათ პროფესიული კავშირები პოტენციურ პარტნიორებთან.

კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ თიბისი, საქართველოს ბანკი, ბაზისბანკი და Argos Advisory.