სტატია
  1. მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
  2. "ჩვენ წარმოვჩინდებით, როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონი. საქართველო თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს..."
  3. "Artemis II-ის ეკიპაჟის მიერ გადაღებული ეს ახალი ფოტო გვიჩვენებს მთვარის ხილული და უხილავი მხარეების კომბინირებულ ხედს"
  4. "დღეს ჩემს წინაშე "პროკურატურის მოწმის" სახით წარდგა, სრულიად სახედაკარგული, მოცახცახე, ჩემი მთავრობის ყოფილი პრემიერი, ზურაბ ნოღაიდელი"
  5. თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
  6. წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
  7. "ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევას ხვალვე შევძლებ. დიდი შანსია, რომ ხვალ შეთანხმება იქნება. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს"
  8. "არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ხმის უფლება შეიძლება ბევრს უნდოდეს, მაგრამ ამის საშუალება აღარ არის მეუფე პეტრესთვის“
მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
ბიზნესი

მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა

ავტოინდუსტრია სწრაფი ტექნოლოგიური გარდაქმნის ეტაპზეა. ის, რაც რამდენიმე წლის წინ ინოვაციად აღიქმებოდა, - პროგნოზირებადი ტექნიკური მომსახურება, AI-ზე დაფუძნებული ანალიტიკა, პერსონალიზებული ციფრული გამოცდილება, - დღეს უკვე ბაზრის სტანდარტად ყალიბდება. შექმნილ რეალობაში ინდუსტრიის ლიდერობა მხოლოდ მასშტაბით აღარ განისაზღვრება, არამედ გადამწყვეტი ხდება ტექნოლოგიური ხედვა და ის, თუ რამდენად სწრაფად და სისტემურად ახერხებს კომპანია ტრანსფორმაციას. სწორედ ამ გზაზე დგას „თეგეტა ჰოლდინგი, რომელიც ციფრულ ტრანსფორმაციას არა ერთჯერად პროექტად, არამედ გრძელვადიან სტრატეგიად აღიქვამს.

ბექა ციცქიშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ უფროსი ტექნოლოგიების ოფიცერი: „თუ წარსულში კონკურენცია პროდუქტის ხარისხსა და ფასზე მიმდინარეობდა, ახლა თამაშის წესებს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, მომხმარებლის პერსონალიზებული ციფრული გამოცდილება, პროგნოზირებადი სერვისი და სრულად ინტეგრირებული ციფრული ეკოსისტემები განსაზღვრავს. წარმატებას აღწევს ის ორგანიზაცია, რომელიც ტექნოლოგიას არ განიხილავს, როგორც მხარდამჭერ ფუნქციას, არამედ იყენებს მას, როგორც ზრდის, ეფექტიანობისა და ახალი ბიზნესმოდელების მთავარ მამოძრავებელს. ჩვენ ამ ტრანსფორმაციის ტალღას კი არ მივყვებით, არამედ ხშირ შემთხვევაში მას თავად ვქმნით“.

აღნიშნულ გზაზე „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი 2026 წლისთვის SAP S/4HANA-ზე სრულად გადასვლაა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს მხოლოდ სისტემის განახლება ან ტექნიკური მიგრაცია კი არ არის, არამედ ოპერაციული ხერხემლის გაძლიერებაა, რომელსაც „თეგეტას“ ყველა სხვა ციფრული პროდუქტი და ინიციატივა ეყრდნობა.

„ჩვენ შეგნებულად ავირჩიეთ განსხვავებული მიდგომა ტიპური „ტექნიკური მიგრაციისგან“. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არ ყოფილა მხოლოდ სწრაფი გადატანა, ჩვენი პრიორიტეტია ბიზნესპროცესების საფუძვლიანი რესტრუქტურიზაცია და მათი შესაბამისობაში მოყვანა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებთან“, - განმარტავს ბექა ციცქიშვილი.

პროექტის ფარგლებში, ჰოლდინგმა აქცენტი ბიზნესპროცესების საფუძვლიან გადახედვასა და მათ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებთან შესაბამისობაში მოყვანაზე გააკეთა. უკვე რესტრუქტურიზებულია, დაახლოებით, 130 ბიზნესპროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ სისტემაში ისტორიულად დაგროვილი მოდელები ავტომატურად არ გადადის, პირიქით, ყალიბდება ოპტიმიზებული, სტანდარტიზებული და მასშტაბირებადი ოპერაციული არქიტექტურა, რომელიც კომპანიის გრძელვადიან ზრდას უნდა დაედოს საფუძვლად.

 „თეგეტას“ ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შედეგი Tegeta App-ია, რომელიც მომხმარებლისთვის ავტომობილზე ზრუნვის სრულ ციფრულ გამოცდილებას ქმნის. ამ პლატფორმიდან შესაძლებელია ავტომობილის სერვისის ისტორიის, დაგეგმილი თუ პროაქტიური საჭიროებების ნახვა, ნაწილების შეკვეთა, სერვისცენტრში ვიზიტის დაჯავშნა და ავტომობილის მდგომარეობის კონტროლი.

„ეს არ არის უბრალოდ აპლიკაცია. ეს არის ჩვენი ყველა სერვისის ერთიანი ციფრული შეხების წერტილი. მანქანის მოვლასთან დაკავშირებული საკითხები, პერსონალიზებული შეთავაზებები, ლოიალობის პროგრამა - ეს ყველაფერი App-ის მეშვეობით ერთიან ციფრულ გამოცდილებას ქმნის. მომდევნო ეტაპზე იგეგმება Tegeta App-ის ინტელექტუალიზაცია, რაც AI-ზე დაფუძნებული ვირტუალური ასისტენტის დახმარებით მომხმარებლისთვის ავტომობილის საჭიროებებსა და შესაბამის შეთავაზებებზე ინფორმაციის პროაქტიურად მიწოდებას უზრუნველყოფს“, - განმარტავს ბექა ციცქიშვილი.

ციფრული ეკოსისტემის საფუძველი მონაცემთა ცენტრალიზაციაა. „თეგეტამ“ შექმნა Data Warehouse, რომელიც სხვადასხვა სისტემაში მიმოფანტულ მონაცემებს ერთ პლატფორმაზე აერთიანებს და მათ ოპერაციულ გამოყენებას უზრუნველყოფს. შედეგად, თანამშრომელს შეუძლია, ანალიტიკური კითხვა AI აგენტს სიტყვიერად დაუსვას და პასუხი წამებში მიიღოს - პროცესი, რასაც ადრე რამდენიმე დღე სჭირდებოდა.

კომპანიის ციფრული ევოლუციის გზაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც „თეგეტას“ ოპერაციული მოდელის ნაწილია. კომპანიამ უკვე დანერგა AI პროდუქტები, რომლებიც თანამშრომლებისთვის ოპერაციებს ამარტივებს, მომხმარებლებისთვის კი სწრაფ უკუკავშირსა და პერსონალიზებულ მიდგომას უზრუნველყოფს.

„თეგეტაში“ გვჯერა, რომ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები არის ჩვენი მომავალი. ეს არის კომპანიის პირველი, თუმცა ფუნდამენტური ნაბიჯი სრულფასოვანი Data-Driven ორგანიზაციისკენ. მომდევნო წლებში კონკურენტული უპირატესობა აღარ განისაზღვრება მხოლოდ იმით, ვინ იყენებს AI-ს, არამედ იმით - ვინ იყენებს მას უკეთესი ბიზნესშედეგებით. ჩვენთვის AI არის არა ჰაიპი, არამედ გადაწყვეტილებების დაჩქარების, ოპერაციული ეფექტიანობის ზრდისა და მომხმარებლის გამოცდილების რადიკალური გაუმჯობესების ინსტრუმენტი.

ჩვენი ხედვის ცენტრში დგას პრინციპი - ტექნოლოგია უნდა აგვარებდეს რეალურ ბიზნესგამოწვევებს, როგორც კლიენტებისთვის, ისე თანამშრომლებისთვის.
მისი ღირებულება განისაზღვრება მხოლოდ იმ შედეგით, რომელსაც ქმნის.
ჩვენ ვისწრაფვით ავტობიზნესის ლიდერობისკენ - ტექნოლოგიით გაძლიერებული გადაწყვეტილებებით და მონაცემებზე დაფუძნებული მართვით
“, - აღნიშნავს „თეგეტა ჰოლდინგის“ უფროსი ტექნოლოგიების ოფიცერი.

„თეგეტაში“ ფიქრობენ, რომ ამ გზაზე გადადგმული თითოეული ნაბიჯი მომხმარებლებისთვის ნიშნავს უფრო სწრაფ სერვისს, ნაკლებ ლოდინს, პერსონალიზებულ კომუნიკაციასა და მარტივ, გამჭვირვალე პროცესებს, რაც სწორ დროს სწორ მომსახურებას უზრუნველყოფს. თანამშრომლებისთვის კი მთავარი შედეგი ოპერაციების გამარტივება და გადაწყვეტილებების დაჩქარებაა - ხელით ნაკლები სამუშაო, მეტი ავტომატიზაცია და ანალიტიკურ მონაცემებზე სწრაფი წვდომა, რაც ზრდის პროდუქტიულობას და ამცირებს საოპერაციო ხარჯებს.

--

თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.