სტატია
  1. სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
  2. თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას
  3. "ეს კამპანია ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ ჩავარდა და ახლაც ჩავარდება"
  4. თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
  5. ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  6. AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
  7. თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
  8. სიახლე თიბისის მობაილბანკში - ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
"მე ვთანხმდები ირანის დაბომბვისა და თავდასხმის შეჩერებას ორი კვირის ვადით. ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა!"
სოც. მედია

"მე ვთანხმდები ირანის დაბომბვისა და თავდასხმის შეჩერებას ორი კვირის ვადით. ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა!"

"პაკისტანის პრემიერმინისტრ შაჰბაზ შარიფთან და ფელდმარშალ ასიმ მუნირთან საუბრების საფუძველზე, რომელშიც მათ მთხოვეს შემეჩერებინა ის დამანგრეველი ძალა, რომელიც ამაღამ ირანისკენ უნდა გაგზავნილიყო, და, იმ პირობით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა დათანხმდება ჰორმუზის სრუტის სრულ, დაუყოვნებელ და უსაფრთხო გახსნას, მე ვთანხმდები ირანის დაბომბვისა და თავდასხმის შეჩერებას ორი კვირის ვადით. ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა!

ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ და გადავაჭარბეთ ყველა სამხედრო მიზანს და ძალიან წინ წავედით ირანთან გრძელვადიანი მშვიდობისა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის შესახებ საბოლოო შეთანხმების მიმართულებით. ჩვენ მივიღეთ 10-პუნქტიანი წინადადება ირანისგან და მიგვაჩნია, რომ ეს არის სამუშაო საფუძველი მოლაპარაკებებისთვის. წარსული უთანხმოების თითქმის ყველა პუნქტზე შეთანხმება მიღწეულია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, ხოლო ორკვირიანი პერიოდი საშუალებას მოგვცემს, რომ შეთანხმება დასრულდეს და ძალაში შევიდეს.

როგორც პრეზიდენტი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელით და ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლობით, ჩემთვის პატივია, რომ ეს გრძელვადიანი პრობლემა გადაჭრასთან ასე ახლოსაა. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის!" - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში - Truth Social