სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია დაიწყო
  2. უკრაინელმა სამხედროებმა საევაკუაციო დრონით ერთ კვირაში ფრონტიდან ორი დაჭრილი ჯარისკაცი გამოიყვანეს
  3. კაკლის გადამამუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
  4. სერბეთის ექსპრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
  5. თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
  6. ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან - თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
  7. "იცით, მე დავრეკე თუ სხვამ დარეკა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, მთავარი შედეგი ისაა, რომ მან (ილონ მასკმა) ყველაფერი აღადგინა“
  8. „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
უკრაინის პროკურატურა ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხს განიხილავს.
სოც. მედია

უკრაინის პროკურატურა ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხს განიხილავს.

უკრაინის პროკურატურა ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხს განიხილავს. ინფორმაციას Reuters უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ლუკაშენკომ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირემ, მოსკოვს ნება დართო, ბელარუსი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საყრდენ ბაზად გამოეყენებინა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა წერილში აღნიშნა, რომ ის პასუხობდა დევნილობაში მყოფი ოპოზიციური ჯგუფის, „ბელარუსის დემოკრატიული ფორუმის“ მიმართვას. ამ ჯგუფმა ზელენსკის მაისში მიმართა თხოვნით, რომ კიევს ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაეწყო ომის დანაშაულების, გენოციდისა და სახელმწიფო ტერორის ბრალდებით.

გამოცემა წერს, რომ ფორუმმა იგი დაადანაშაულა უკრაინაში რუსეთის ომში თანამონაწილეობასა და სულ მცირე 2 442 უკრაინელი ბავშვის ბელარუსში იძულებით გადაყვანაში იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც იელის ჰუმანიტარული კვლევების ლაბორატორიის მიერ არის დოკუმენტირებული.