სერბეთის ექსპრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა. ამის შესახებ მან საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა
„ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური „სტუდენტური სია“ იმარჯვებს! ნათელია, რომ ჩვენ ეს არჩევნები წავაგეთ. სტუდენტური ბლოკადის სიამ გაიმარჯვა“, თქვა მან.
სერბეთში საარჩევნო უბნები რამდენიმე საათის წინ დაიხურა და არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. ცნობილია, რომ სერბეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ბოლო წლების განმავლობაში ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა - 19:00 საათისთვის აქტივობა 67.8% იყო. არჩევნებში სულ 6.45 მილიონი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული
ალექსანდრ ვუჩიჩმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სტუდენტების მიერ ორგანიზებული ორწლიანი პროტესტის ფონზე ჩანიშნა. სერბეთში საპროტესტო აქციები 2024 წელს ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ დაიწყო. მომხდარის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა.