"დიახ, არ მინდა ამაზე კომენტარის გაკეთება. იცით, მე დავრეკე თუ სხვამ დარეკა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, მთავარი შედეგი ისაა, რომ მან (ილონ მასკმა) ყველაფერი აღადგინა“ - ასე უპასუხა ტრამპმა რეპორტიორის დასმულ შეკითხვას, დაურეკა თუ არა პირადად ილონ მასკს და სთხოვა, რომ მოეხსნა შეზღუდვები უკრაინაში Starlink-ის სამხედრო დანიშნულების ვერსიაზე
ცოტა ხნის წინ Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ილონ მასკს დაურეკა და სთხოვა, მოეხსნა შეზღუდვები უკრაინაში Starlink-ის სამხედრო დანიშნულების ვერსიაზე.