სტატია
  1. თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
  2. ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან - თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
  3. "იცით, მე დავრეკე თუ სხვამ დარეკა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, მთავარი შედეგი ისაა, რომ მან (ილონ მასკმა) ყველაფერი აღადგინა“
  4. „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  5. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
  6. Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
  7. თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
  8. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 250 სამხედრო და 1 750 დრონი დაკარგა
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

30 ოქტომბერს, თბილისში, Radisson Blu Iveria-ში AgileXchange Georgia 2026 გაიმართება - Agile-ის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული ღონისძიება საქართველოში. ღონისძიების მეხუთე გამოცემა წელს განახლებული, პრაქტიკაზე ორიენტირებული ფორმატით ჩატარდება და მონაწილეებს საერთაშორისო გამოცდილების, რეალური ქეისებისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობას მისცემს.

AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი, რომლისთვისაც Agile მხოლოდ კონკრეტული მეთოდოლოგია არ არის - ეს არის მუშაობის, თანამშრომლობისა და ცვლილებებთან ადაპტაციის პრაქტიკა.

AgileXchange Tbilisi 2026: Hands-On Agile-ის მთავარი იდეა, სწორედ, პრაქტიკაში მიღებული ცოდნის გაზიარებაა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ექვსი პარალელური ვორქშოფი საერთაშორისო ტრენერების მონაწილეობით; ასევე, გაიმართება გამოსვლები მთავარ სცენაზე და დისკუსიები ქართველ და საერთაშორისო Agile ლიდერებთან.

AgileXchange-ის მიზანი საქართველოში Agile Community-ის განვითარება, პროფესიონალებს შორის გამოცდილების გაცვლის ხელშეწყობა და საქართველოს საერთაშორისო Agile-ეკოსისტემის ნაწილად უფრო აქტიურად წარმოჩენაა.

თიბისისთვის AgileXchange-ის მხარდაჭერა პროფესიული განათლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების მხარდაჭერასაც ნიშნავს. ისეთი პლატფორმების გაძლიერება, სადაც ადამიანები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას, წარმატებულ მიდგომებსა და მათ შორის დაშვებულ შეცდომებს უზიარებენ, ხელს უწყობს არა მხოლოდ ინდივიდუალური პროფესიონალების, არამედ მთლიანად ინდუსტრიის განვითარებას.