სტატია
  1. სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
  2. თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას
  3. "ეს კამპანია ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ ჩავარდა და ახლაც ჩავარდება"
  4. თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
  5. ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  6. AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
  7. თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
  8. სიახლე თიბისის მობაილბანკში - ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
"უკრაინელი სამხედროები ასევე მონაწილეობენ კონსულტაციებში იმის თაობაზე, თუ როგორ იფუნქციონირებს შემდგომში ჰორმუზის სრუტე"
სოც. მედია

"უკრაინელი სამხედროები ასევე მონაწილეობენ კონსულტაციებში იმის თაობაზე, თუ როგორ იფუნქციონირებს შემდგომში ჰორმუზის სრუტე"

"ამჟამად ვამზადებთ ჩვენი უსაფრთხოების წინადადებების ევროპულ ნაწილს, რომლებიც ამ კვირებში წარდგენილი და მიღებული იქნა ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში გამართულ მოლაპარაკებებზე. სამწუხაროდ, ისინი ახლა ომში არიან. და მათ დაცვას ესაჭიროებოდა სასწრაფო ექსპერტიზა, სასწრაფო რეაგირება. ჩვენ ეს უზრუნველვყავით – უკრაინულმა ექსპერტიზამ იმუშავა, ამას ყველა აღიარებს. შედეგად – არსებობს გრძელვადიანი შეთანხმებები თანამშრომლობაზე, კონკრეტულად კი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. იგივეა საჭირო ევროპაშიც. მომდევნო კვირები დაეთმობა სწორედ ასეთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან ევროპაში: ჩვენი ერთობლივი წარმოება, ჩვენი თავდაცვის მოდერნიზაცია, თავდაცვის დაფინანსების პროგრამები, კოორდინაცია უსაფრთხოების მოქმედებებში.

უკრაინელი სამხედროები ასევე მონაწილეობენ კონსულტაციებში იმის თაობაზე, თუ როგორ იფუნქციონირებს შემდგომში ჰორმუზის სრუტე. უსაფრთხო ნაოსნობა გლობალური ღირებულებაა, ჩვენ ეს შავ ზღვაში თავდაცვის გამოცდილებიდან ვიცით. აუცილებელია, რომ მსოფლიოში ყველამ ასევე დააფასოს ეს. რა თქმა უნდა, სიტუაცია ახლა შეიძლება ყოველდღიურად შეიცვალოს – და საკმაოდ არსებითად, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რაც ხდება ირანთან მიმართებაში და ევროპასა და ამერიკას შორის ურთიერთობებში. მაგრამ ჩვენი ინტერესები გრძელვადიანია – ყველასი ევროპაში, და უპირველეს ყოვლისა, ეს არის უსაფრთხოების ინტერესი.

ჩვენს დიპლომატებს ასევე აქვთ შესაბამისი მოთხოვნა აზიის ქვეყნებიდან, მე დავავალე ამ ყველაფრის ოპერატიულად დამუშავება. იქნება კონტაქტები ლიდერებთანაც და მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა სამინისტროების დონეზე. მთავარია, რომ ჩვენ მუდმივად უზრუნველვყოთ უკრაინისთვის თავდაცვის რეალური შესაძლებლობები“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.