სტატია
  1. კაკლის გადამამუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
  2. სერბეთის ექსპრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
  3. თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
  4. ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან - თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
  5. "იცით, მე დავრეკე თუ სხვამ დარეკა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, მთავარი შედეგი ისაა, რომ მან (ილონ მასკმა) ყველაფერი აღადგინა“
  6. „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  7. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
  8. Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
უკრაინამ 4 300 მეტრის სიმაღლეზე რუსული იშვიათი, ძვირადღირებული დამრტყმელი დრონი Форпост-Р ჩამოაგდო
მსოფლიო

უკრაინამ 4 300 მეტრის სიმაღლეზე რუსული იშვიათი, ძვირადღირებული დამრტყმელი დრონი Форпост-Р ჩამოაგდო

უკრაინამ 4 300 მეტრის სიმაღლეზე რუსული იშვიათი, ძვირადღირებული დამრტყმელი დრონი Форпост-Р ჩამოაგდო, აცხადებს უპილოტო სისტემების ძალების მეთაური, რობერტ „მადიარ“ ბროვდი.

ძვირადღირებული საფრენი აპარატი, რომელიც შექმნილია ლაზერული დამიზნების მართვადი ავიაბომბების - KAB-20-ის გადასატანად, უკრაინული წარმოების დრონი-გადამჭერის, Чаклун-КМ-ის გამოყენებით ჩამოაგდეს. სპეციალიზებული საჰაერო ოპერაცია 414-ე დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების ბრიგადის, „მადიარის ჩიტების“ მე-7 ბატალიონ „ტოპოტის“ პილოტებმა განახორციელეს“ - ამბობს მადიარი.

Форпост-Р-ის განადგურება რუსული ავიაციისთვის მნიშვნელოვან ტაქტიკურ დანაკარგს წარმოადგენს, რადგან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ეს ამ კონკრეტული მოდელის დრონის ვიზუალურად დადასტურებული განადგურების მხოლოდ მეექვსე შემთხვევაა.