სტატია
  1. თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
  2. რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  3. “ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები - ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
  4. თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
  5. შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
  6. ყაზახეთი ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსას მიმართულებებს განიხილავს
  7. უკრაინელებმა რუსეთის ქალაქ ტობოლსკში ქიმიური ქარხანა დაბომბეს.
  8. კრემლმა რეგიონებს, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად, წლის ბოლომდე კონტრაქტით 409 ათასი სამხედრო მოსამსახურის აყვანა დაავალა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა

თანამედროვე ციფრული სისტემები, კომფორტი, უსაფრთხოების მოწინავე გადაწყვეტები და მრავალფეროვნება, რომელიც წლების განმავლობაში ამ მოდელის სავიზიტო ბარათად იქცა - „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში მე-6 თაობის უახლესი RAV4 წარადგინა.

 

ახალი ავტომობილის წარდგენის ღონისძიება კახეთში, Hotel Meteo-ში გაიმართა, სადაც მომხმარებლებსა და პარტნიორ კომპანიებს ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და მოთხოვნადი SUV ადგილზე გააცნეს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ავტომობილი თავად გაეტესტათ და მისი მონაცემები შეეფასებინათ. ღონისძიებას თან სდევდა სხვადასხვა ტიპის აქტივობებიც, რაც გარემოს კიდევ უფრო უნიკალურსა და დასამახსოვრებელს ხდიდა.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ დირექტორი: „Toyota RAV4 წლების განმავლობაში მომხმარებლებისა და პარტნიორების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და მოთხოვნადი SUV მოდელია. მოხარულები ვართ, რომ მისი სრულიად ახალი, მე-6 თაობის წარდგენა სწორედ მათთან ერთად შევძელით. ეს ავტომობილი უკვე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ განახლებული მოდელი. ის აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, კომფორტსა და იმ თავისუფლების შეგრძნებას, რასაც RAV4 ყოველთვის ატარებდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პრეზენტაციები მხოლოდ პროდუქტის წარდგენას არ ემსახურებოდეს. გვინდოდა, სტუმრებს რეალურად გამოეცადათ ახალი RAV4“.

ღონისძიების ცენტრალური მომენტი საღამოს ოფიციალური ნაწილი იყო, სადაც სტუმრებმა პირველად იხილეს მე-6 თაობის Toyota RAV4. პრეზენტაციაზე დეტალურად წარმოაჩინეს ავტომობილის განახლებული დიზაინი, თანამედროვე ინტერიერი და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომლებიც ახალ თაობას წინა მოდელისგან მკვეთრად განასხვავებს. ახალი მოდელი მორგებულია როგორც ქალაქის გზებზე, ისე ქალაქგარეთ სამოგზაუროდ.

 

ღონისძიება „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით გაიმართა. მათ შორის, „თიბისი დაზღვევის“, „თიბისი ლიზინგის“, „ალდაგის“, „ჯიპიაი ჰოლდინგის“, „მეტროპოლის“, Bridgestone-ისა და „სარაჯიშვილის“.

მე-6 თაობის Toyota RAV4-ის წარდგენით „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება მომხმარებლების მიმართ და ბაზარზე იმ მაღალი სტანდარტის შენარჩუნება, რომელიც ბრენდს ათწლეულებია გამოარჩევს.

 

ახალი მოდელის შეკვეთა, ტესტდრაივის დაჯავშნა და RAV4-ის პოტენციალის ადგილზე გამოცდა „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შოურუმშია შესაძლებელი.

 

--

 

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერ