სტატია
  1. „გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  2. თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
  3. “შუა დერეფანი და საქართველო” - თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა
  4. ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  5. ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
  6. თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
  7. "ყველანი შეთანხმდნენ, რომ ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ეს განხილვას არ ექვემდებარება!"
  8. „თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ბიზნესი

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

ბიზნესების ყოველდღიური საქმიანობის გასამარტივებლად, თიბისი მუდმივად ავითარებს  მეწარმეების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს.

იმისთვის, რომ ბიზნესების წარმომადგენლებმა ერთ სივრცეში შეძლონ მათთვის საჭირო ყველა მომსახურების მიღება და ნაკლები დრო დახარჯონ ყოველდღიურ ადმინისტრაციულ პროცესებზე, თიბისიში, ბოლო პერიოდში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით,  5 სიახლე დაინერგა.

  • ბიზნესის რეგისტრაცია თიბისის ფილიალში - თიბისიში, ბიზნესის დაწყების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, თიბისის 16 ფილიალში, დარეგისტრირდნენ შპს -დ ან ინდივიდუალურ მეწარმედ და ამისათვის, დამატებითი პროცედურების გავლა საჭირო აღარაა. ერთი ვიზიტით, ბიზნესის წარმომადგენელს შესაძლებლობა აქვს, ბიზნესის რეგისტრაციასთან ერთად, საბანკო ანგარიშიც გახსნას და საჭირო მომსახურებაც მიიღოს.
  • ბიზნეს ანაბარი გაუმჯობესებული პირობებით - თიბისიში, ბიზნესანაბრის გახსნა კიდევ უფრო გამარტივდა და მისი გააქტიურება პირდაპირ ბიზნეს მობაილბანკიდან, რამდენიმე წუთში, ფილიალში მისვლის გარეშეა შესაძლებელი. ბიზნესანაბრის ციფრულად გააქტიურების შემთხვევაში, მომხმარებლები გაუმჯობესებული პირობით ისარგებლებენ. კერძოდ -  წლიური ნომინალური განაკვეთი იქნება - 3% ლარში (რაც სტანდარტულ განაკვეთზე 1%-ით მეტია),  წლიური ეფექტური განაკვეთი კი, 2.58%-მდე.
  • თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის - ბიზნესნაკრები მეწარმეების ფინანსურ საჭიროებებს ერთ სივრცეში აერთიანებს და მისი გამოყენებით, შესაძლებელია სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის შესრულება. ინდივიდუალურ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, აირჩიონ ორი პაკეტიდან ერთ-ერთი და მარტივად გააქტიურონ ის.
  • ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება ონლაინ - ტენდერში მონაწილე კომპანიებს  შესაძლებლობა აქვთ, ელექტრონული სატენდერო გარანტია ბანკის ფილიალში მისვლის გარეშე, ონლაინ, მობაილბანკიდან მიიღონ. გარანტიის მისაღებად კი, ფინანსური ანალიზი და უზრუნველყოფა საჭირო არ არის. პროცესი სწრაფია და სრულად ციფრული.  ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო გარანტიის კოდის მიღება განაცხადის დაფიქსირებიდან, 30 წუთშია შესაძლებელი.

 

  •  70 000₾-მდე დაფინანსება მეწარმეებისთვის, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით - თიბისი ბიზნესი მეწარმეებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს და შესაძლებლობას აძლევს, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთონ და 20 000₾-დან 70 000₾-მდე სესხი სრული სუბსიდირებით, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით მიიღონ.  პროგრამაში მონაწილეობისას, ქონების უზრუნველყოფა საჭირო არ არის. სესხის ძირი თანხის 80%-ს სახელმწიფო გარანტია უზრუნველყოფს. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სესხს თიბისიში აიღებს, 6 თვის განმავლობაში, დამატებითი უპირატესობებით შეძლებს სარგებლობას.

თიბისი ბიზნესის ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://tbcbank.ge/ka/business

თიბისი ბიზნესის გუნდი, უახლოეს მომავალში, მეწარმეებს, მათ საჭიროებებზე მორგებულ  კიდევ არაერთ საინტერესო პროდუქტსა და მომსახურებას შესთავაზებს.