სტატია
  1. „გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  2. თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
  3. “შუა დერეფანი და საქართველო” - თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა
  4. ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  5. ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
  6. თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
  7. "ყველანი შეთანხმდნენ, რომ ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ეს განხილვას არ ექვემდებარება!"
  8. „თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ბიზნესი

„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება

გადაადგილება მხოლოდ ერთი ადგილიდან მეორემდე მისვლას არ ნიშნავს. გავლილი გზა შეიძლება კეთილი საქმის კეთების შესაძლებლობადაც იქცეს. სწორედ ამ იდეას ეფუძნება „თეგეტა მოტორსის“ კამპანია „გაიარე მეტი“, რომელსაც კომპანიამ საქველმოქმედო მიმართულებაც შესძინა და სოციალურად დაუცველ და ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს გვერდში დაუდგა. კამპანიის ფარგლებში, „თეგეტა მოტორსი“ ბავშვებს ესტუმრა, სხვადასხვა აქტივობით გაუხალისა დღე, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნა და საქველმოქმედო მოტომარათონს დაუჭირა მხარი. ყველა ინიციატივას ერთი მიზანი აერთიანებს: ყოველი გავლილი კილომეტრი იმ ბავშვების მხარდასაჭერად გამოიყენოს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

კამპანიის ფარგლებში, „თეგეტა მოტორსმა“, Bridgestone-თან თანამშრომლობით, დღის ცენტრების ბენეფიციარი ბავშვებისთვის საგზაო უსაფრთხოების შესახებ ტრენინგი გამართა. ამასთანავე, კრუიზერების კლუბ Black Bells Garage-ის ორგანიზებით გამართულ საქველმოქმედო მოტომარათონს შეუერთდა. მარათონი, რომელიც ივნისში დაიწყო და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა, მოტოსპორტის მოყვარულ ადამიანებს საერთო მიზნის გარშემო აერთიანებდა. ინიციატივის ფარგლებში, მონაწილეებს რაც შეიძლება მეტი კილომეტრი უნდა გაევლოთ, გავლილი მანძილი კი საქველმოქმედო მიზანს დაუკავშირდა.

ნინა მამაცაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის უფროსი მენეჯერი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „გაიარე მეტი“ მხოლოდ სლოგანად არ დარჩეს და ადამიანებისთვის რეალურ მოქმედებად იქცეს. მოტომარათონმა ამ იდეას კიდევ ერთი განზომილება შესძინა - მონაწილეებს შეეძლოთ, მეტი გაევლოთ არა მხოლოდ საკუთარი გამოცდილებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ საბოლოო შედეგი სხვებისთვის სასარგებლო გამხდარიყო.

მარათონის ფარგლებში, მონაწილეების მიერ 300 000 კილომეტრის გავლის შემთხვევაში „თეგეტა მოტორსს“ ფულადი ჯილდო ჰქონდა დაწესებული, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს უნდა გადასცემოდათ - გვინდოდა, ეს მიღწევა კონკრეტულ საქველმოქმედო მხარდაჭერად გარდაქმნილიყო. მარათონის მონაწილეებმა კი დასახულ მიზანს გადააჭარბეს - 120-ზე მეტმა ადამიანმა ერთობლივად 400 000 კილომეტრზე მეტი გაიარა.

ამავე დროს, კამპანიის „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ ფარგლებში, ჩვენი ყურადღება ბავშვებისთვის საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაზიარებაზეა მიმართული. ეს ორი ინიციატივა ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ორივე გვაჩვენებს, რას შეიძლება ნიშნავდეს „გაიარე მეტი“ პრაქტიკაში - იყო აქტიური, მიიღო ახალი გამოცდილება, იზრუნო საკუთარ უსაფრთხოებაზე და ამავდროულად შენი ჩართულობით სხვებისთვისაც სასარგებლო შედეგი შექმნა“.

„თეგეტა მოტორსისთვის“ მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ადამიანებს აერთიანებს, აქტიური ცხოვრების წესის წახალისებასთან ერთად კი კონკრეტულ საზოგადოებრივ მიზანს ემსახურება. აქედან გამომდინარე, კომპანიისთვის ამ მარათონში მონაწილეობა მხოლოდ მოტოსპორტის მხარდაჭერას არ გულისხმობდა - მნიშვნელოვანი იყო, რომ კამპანიის იდეა რეალურ მოქმედებად ქცეულიყო და თითოეული მონაწილის ძალისხმევას საერთო შედეგი შეექმნა.

ამავე მიდგომას ეფუძნება კამპანია „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“, რომლის ფარგლებშიც დღის ცენტრების დაახლოებით 25 ბენეფიციარი ბავშვისთვის საგზაო უსაფრთხოების ტრენინგი მოეწყო. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და ბავშვებმა საგზაო მოძრაობის ძირითად წესებზე, უსაფრთხო გადაადგილებასა და ყოველდღიურ სიტუაციებში საკუთარი თავისა და სხვების დაცვის გზებზე ინფორმაცია მიიღეს. მათ კითხვების დასმა, რეალური შემთხვევების განხილვა და სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა შეეძლოთ.

ინიციატივა „თეგეტას“ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით შესრულებული აქტივობების გაგრძელებაა. მანამდე, კამპანიის ფარგლებში, ტრენინგები სამი სკოლის - „21-ე საუკუნის“, „ლოგოსისა“ და „ბაქსვუდის“ - დაახლოებით 220 მოსწავლისთვის გაიმართა.

მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR კოორდინატორი: „საგზაო უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბება ბავშვობიდან იწყება. სწორედ ადრეული ასაკიდან უნდა გაჩნდეს აზრი, რომ გზაზე უსაფრთხოება თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა - იქნება ის ქვეითი, მგზავრი თუ მომავალში მძღოლი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ჩართული იყოს საზოგადოების ყველა ჯგუფი, განსაკუთრებით კი ბავშვები.

გვახარებს, რომ ტრენინგის მიმართ დაინტერესება თავად დღის ცენტრებიდან წამოვიდა. მას შემდეგ, რაც მსგავსი აქტივობების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მათ პროექტში მონაწილეობის სურვილით მოგვმართეს და ჩვენთვის ეს ინიციატივა კიდევ უფრო მნიშვნელოვან გამოცდილებად იქცა“.

„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ „თეგეტა მოტორსის“ მიერ Bridgestone-თან თანამშრომლობით ხორციელდება. პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით საერთო ხედვას ეფუძნება და მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას, უსაფრთხო ქცევის კულტურის გაძლიერებასა და ამ თემაზე საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გაზრდას. ტრენინგების კონცეფცია Bridgestone-ის გლობალური ინიციატივის საფუძველზე ქართულ რეალობასთან არის ადაპტირებული.

საქველმოქმედო მოტომარათონი კი აჩვენებს, როგორ შეიძლება ადამიანების საერთო ინტერესმა და აქტიურმა მონაწილეობამ კონკრეტული საზოგადოებრივი შედეგი შექმნას. ორივე ინიციატივა „თეგეტას“ კორპორაციული პასუხისმგებლობის ხედვის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც კომპანია ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ საკუთარი საქმიანობის მიმართულებებზე, არამედ იმაზეც, თუ როგორ შეუძლია ბიზნესის ჩართულობას საზოგადოებისთვის სასარგებლო ცვლილებების მხარდაჭერა.

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.