სტატია
  1. სერბეთის ექსპრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
  2. თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
  3. ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან - თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
  4. "იცით, მე დავრეკე თუ სხვამ დარეკა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, მთავარი შედეგი ისაა, რომ მან (ილონ მასკმა) ყველაფერი აღადგინა“
  5. „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  6. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
  7. Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
  8. თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები - კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები - კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

თიბისის მობაილბანკი მომხმარებლებს ახალ ფუნქციონალებსა და შესაძლებლობებს ყოველთვიურად სთავაზობს. აგვისტოს განახლებებს შორისაა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება, ანაბრით უზრუნველყოფილი სესხის დისტანციურად გააქტიურება და განახლებული „ავტოკომფორტი“.

მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ლონდონის საფონდო ბირჟა (LSE) დაემატა. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ პირდაპირ მობაილბანკიდან შეიძინონ LSE-ზე დალისტული საერთაშორისო და ქართული კომპანიების აქციები და მათ შორის, TBC PLC-ის აქციები.

ინვესტირება შესაძლებელია ბრიტანულ ფუნტში (GBP), £1-დან, დამატებითი აპლიკაციის, რეგისტრაციისა და პლატფორმის გარეშე.

ვადიანი ანაბრის მფლობელ მომხმარებლებს ანაბრით უზრუნველყოფილი სესხის გააქტიურება უკვე პირდაპირ მობაილბანკიდან შეუძლიათ. სესხის მისაღებად დამატებითი შემოსავლების შესწავლა, ფილიალში მისვლა ან ქოლ-ცენტრში დარეკვა საჭირო აღარ არის.

ფუნქციონალი ხელმისაწვდომია პროდუქტების აქტივაციაში, სესხების ჩანართსა და ანაბრის დარღვევის პროცესში, რაც მომხმარებლებს სესხის რამდენიმე წუთში გააქტიურების შესაძლებლობას აძლევს.

მობაილბანკის განახლებული „ავტოკომფორტი“ ავტომფლობელებისთვის შექმნილი ერთიანი ციფრული ჰაბია. მისი საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ:

  • მიიღონ მყისიერი შეტყობინებები ჯარიმების შესახებ;
  • გადაიხადონ ჯარიმები 0% საკომისიოთი;
  • შეავსონ პარკირების ბალანსი;
  • ნახონ ჯარიმების დეტალები და სტატუსი;
  • ისარგებლონ პარტნიორების სპეციალური შეთავაზებებით.

„ავტოკომფორტით“ სარგებლობა 3 თვის განმავლობაში უფასოდ არის შესაძლებელი.

მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები მომხმარებლებს ფინანსური და ყოველდღიური საქმეების ერთ სივრცეში, მარტივად და სწრაფად მართვის შესაძლებლობას აძლევს. თიბისი მობაილბანკის განვითარებას და მომხმარებლებისთვის ახალი ციფრული შესაძლებლობების შექმნას მუდმივად აგრძელებს.