სტატია
  1. კაკლის გადამამუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
  2. სერბეთის ექსპრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
  3. თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
  4. ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან - თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
  5. "იცით, მე დავრეკე თუ სხვამ დარეკა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, მთავარი შედეგი ისაა, რომ მან (ილონ მასკმა) ყველაფერი აღადგინა“
  6. „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  7. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
  8. Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს

თიბისი, როგორც კულტურისა და თანამედროვე ხელოვნების ერთგული მხარდამჭერი, უკვე წლებია მხარს უჭერს მნიშვნელოვან კულტურულ ინიციატივებს. მათ შორისაა საერთაშორისო ფოტოკვირეული „ქოლგა თბილისი ფოტო“, რომელიც წელს 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს.

ფესტივალი 1 მაისს, 20:30 საათზე, ოფიციალურად გაიხსნება Factory Tbilisi-ში და ტრადიციულად თავს მოუყრის ადგილობრივ და საერთაშორისო ფოტოგრაფიით დაინტერესებულ საზოგადოებას. საიუბილეო გახსნის საღამოს მუსიკალურად გააფორმებს Killages, რომელიც ფესტივალის სცენას 2018 წლის შემდეგ პირველად უბრუნდება.

ფესტივალ „ქოლგა თბილისი ფოტო 2026”-ის ფარგლებში თიბისი კონცეპტის გალერეა ორ გამოფენას წარმოგიდგენთ:

29.04 - 30.05.26 | ვიზუალური ხელოვანის და რეჟისორის ანკა გუჯაბიძის პერსონალურ გამოფენას „მთას ვიყავ“.

04-30.05.2026 | საიუბილეო კვირეულის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა ლეგენდარული ქართველი ფოტოგრაფის გურამ თიკანაძის საარქივო ფოტოების გამოფენა და მისი ნამუშევრების ფოტოალბომის გამოცემა.

ფესტივალის პროგრამა ასევე მოიცავს საერთაშორისო ფოტოკონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას, სადაც გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოვლინდებიან. წელს კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 600-მდე ფოტოგრაფი მონაწილეობდა, ხოლო ნამუშევრები საერთაშორისო ჟიურიმ შეაფასა — დარგის წამყვანმა ექსპერტებმა გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და იაპონიიდან.

„ქოლგა თბილისი ფოტოს“ მიზანია თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარება. თიბისისთვის ახალგაზრდა თაობის განათლება, მათი მხარდაჭერა და შთაგონება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომაც უკვე ორ ათწლეულზე მეტია თიბისი „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ერთგული მხარდამჭერია.