სტატია
  1. უკრაინელმა სამხედროებმა საევაკუაციო დრონით ერთ კვირაში ფრონტიდან ორი დაჭრილი ჯარისკაცი გამოიყვანეს
  2. კაკლის გადამამუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
  3. სერბეთის ექსპრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
  4. თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
  5. ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან - თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
  6. "იცით, მე დავრეკე თუ სხვამ დარეკა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, მთავარი შედეგი ისაა, რომ მან (ილონ მასკმა) ყველაფერი აღადგინა“
  7. „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  8. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
ბიზნესი

თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა

თიბისის ბიზნესმომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ბიზნეს მობაილბანკში ინვოისების მართვის ფუნქციონალით ისარგებლონ და კიდევ უფრო გაიმარტივონ ყოველდღიური საქმიანობა. ახალი, ინოვაციური გადაწყვეტა  მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს და მას მაქსიმალურად აზღვევს შესაძლო ხარვეზებისგან.

თუკი აქამდე, ინვოისისთვის, მეწარმეებს PDF ან Ecxel-ის ფაილში შაბლონის შექმნა, მესამე პირის მონაცემების ხელით შეყვანა, დოკუმენტის მეილზე გადაგზავნა და პროცესის რამდენიმე აპლიკაციაში მართვა უწევდათ - ახალი ფუნქციონალი მათ შესაძლებლობას აძლევს, სწრაფად და მარტივად, ავტომატურად დააგენერირონ ონვოისი, გადაგზავნონ ის, გადარიცხონ თანხა და აკონტროლონ ჩარიცხვის სტატუსი მობაილბანკშივე, აპლიკაციიდან გაუსვლელად.  ამასთანავე, ყველა ინვოისი და ჩარიცხვის დამდასტურებელი დოკუმენტი, ერთ სივრცეში, ბიზნეს მობაილბანკში იქნება თავმოყრილი.

ინოვაციური გადაწყვეტით, ბიზნესმომხმარებელი მნიშვნელოვნად ზოგავს დროს და ის მაქსიმალურად დაზღვეულია შესაძლო ხარვეზებისგან.

ახალი ფუნქციონალით სარგებლობა ეფექტიანია არა მხოლოდ მეწარმისთვის, არამედ მყიდველისთვისაც, რომელსაც ინვოისი მობაილბანკში გაეგზავნება და მას აღარ მოუწევს მომწოდებლის მონაცემების ხელით შეყვანა. ინვოისის მიღების შემდეგ, გადარიცხვის ღილაკზე დაწკაპუნებით, თანხა კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების მომწოდებელ კომპანიის ანგარიშზე გადაირიცხება.

ფინანსების ერთ სივრცეში სამართავად,  ასევე, ინვოისების მართვის ფუნქციონალით სარგებლობისთვის, გადმოწერეთ თიბისის ბიზნეს მობაილბანკი -  https://tbc-business.onelink.me/Ierb/w9ok9vfz  და გაიმარტივეთ ყოველდღიურობა.