სტატია
  1. კაკლის გადამამუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
  2. სერბეთის ექსპრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
  3. თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
  4. ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან - თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
  5. "იცით, მე დავრეკე თუ სხვამ დარეკა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, მთავარი შედეგი ისაა, რომ მან (ილონ მასკმა) ყველაფერი აღადგინა“
  6. „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  7. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
  8. Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
ბიზნესი

თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი მეწარმეებს გადახდების მიღების კიდევ უფრო მრავალფეროვან და მარტივ შესაძლებლობას სთავაზობს.

დღეიდან, თიბისის მომხმარებელ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარ ობიექტებში, QR კოდით გადახდის ფუნქციონალი დანერგონ. პროდუქციის ან მომსახურების შეძენისას კი, მომხმარებლები მეწარმის ანგარიშზე  თანხის ჩარიცხვას, მომენტალურად, როგორც თიბისის, ისე - სამი სხვა ბანკის მობაილბანკით შეძლებენ.

ახალი ფუნქციონალით სარგებლობა სრულიად უფასოა, როგორც მეწარმეებისთვის, ისე - მათი პროდუქციის/სერვისის მომხმარებლებისთვის და მათ არანიაირი საკომისიო გადასახადის გადახდა არ მოუწევთ, რომელი ბანკის  მობაილბანკიდანაც არ უნდა გადარიცხონ თანხა მეწარმის ანგარიშზე.

თანხის QR კოდით გადახდის პროცესი ძალიან მარტივია და ამისათვის, პროდუქტის ან მომსახურების შეძენისას, მობაილბანკში, პირადი ან საბანკო ანგარიშის მითითება საჭირო აღარ არის. მეწარმე თიბისის ბიზნეს მობაილბანკიდან აგენერირებს QR კოდს, ბეჭდავს მას და განათავსებს საკუთარ ობიექტში. მომხმარებელი კი, მობილური ტელეფონის კამერით, ობიექტში განთავსებული QR კოდს ასკანერებს და მისთვის სასურველი ბანკიდან მომენტალურად რიცხავს თანხას მეწარმის ანგარიშზე.

ახალი ფუნქციონალი მნიშვნელოვნად დაზოგავს როგორც მომხმარებლის, ისე -  მეწარმის დროს და გადახდების პროცესს კიდევ უფრო მარტივს და კომფორტულს გახდის.

„თიბისიში, მომხმარებლების უკუკავშირს ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ. მათი საჭიროებებიდან გამომდინარე კი, ვნერგავთ იმ ინოვაციურ გადაწყვეტებს, რომლებიც მათ ყოველდღიურობას უმარტივებს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მცირე მეწარმეებისთვის QR კოდით თანხის ჩარიცხვის ფუნქციონალის დანერგვაც. დარწმუნებული ვარ, ახალი შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადახდის გამოცდილებას, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე - მეწარმეებისთვის და მათ ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების შესრულებას კიდევ უფრო გაუმარტივებს’’, - ანა კახურიშვილი, თიბისის ალტერნატიული გადახდების გუნდის ლიდერი.

QR კოდით გადახდის ახალი ფუნქციონალის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: QR გადარიცხვები ბიზნესისთვის | თიბისი ბანკი