სტატია
  1. საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
  2. თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
  3. ოდესაში რუსების სარაკეტო იერიშის შემდეგ სულ მცირე 8 ადამიანია დაშავებული
  4. უკრაინა თურქეთისგან ამერიკული წარმოების 70 ATACMS-ის ტიპის რაკეტას, 12 M270 სარაკეტო სისტემას, საბრძოლო მასალასა და 47 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს
  5. ხარკოვში, სალტოვის რაიონში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე რუსული დარტყმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
  6. აზერბაიჯანი მზად არის, რომ საჭიროების შემთხვევაში უკრაინას გაზი მიაწოდოს.
  7. ლიეტუვის დაზვერვის ცნობით, რუსეთი ემზადება რომ NATO-ს ყალბი უკრაინული დრონით დაესხას თავს
  8. "ეკატერინგბურგთან რუსული დრონების ქარხნის ხელმძღვანელის ავტომობილი ააფეთქეს. ვლადიმირ ტკაჩუკი მძიმედ დაშავდა, მისი მძღოლი კი მოკვდა"
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ბიზნესი

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

თიბისის მხარდაჭერითა და HT Solutions-ის ორგანიზებით, 1 ივლისს, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026 გაიმართება. კონფერენცია ტექნოლოგიების, ბიზნესისა და ინოვაციების სფეროს წამყვან წარმომადგენლებს გააერთიანებს. ღონისძიება წელს უკვე მეშვიდედ ტარდება და 1000-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლებს.

Change Inspire 2026 რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ტექნოლოგიურ პლატფორმად არის ჩამოყალიბებული. კონფერენცია ყოველწლიურად აერთიანებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებს, ბიზნესის ლიდერებს, ინოვატორებსა და ტექნოლოგიურ პროფესიონალებს, ქმნის ცოდნის გაზიარების, პროფესიული განვითარების და ახალი პარტნიორობების შესაძლებლობებს.

თიბისი, როგორც ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, კონფერენციაში Game Changer Partner-ის სტატუსით მონაწილეობს. სცენაზე წარდგებიან თიბისი ტექის პროფესიონალები, რომლებიც კონფერენციაზე შეკრებილ 1000-ზე მეტ მონაწილეს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ასევე იმას, თუ როგორ ჯერათ და ქმნიან ინოვაციას თიბისიში.

კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის თიბისის ტექნოლოგიების მმართველობისა და პროცესების მართვის განყოფილების უფროსი გიორგი ვარამიშვილი.

„თიბისიში გვჯერა, რომ ინოვაციას ძლიერი ტექნოლოგიური გუნდები ქმნიან. სწორედ ამ მიდგომამ მოგვიტანა აღიარება, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ინოვაციურ ბანკს. Change Inspire-ის მსგავსი კონფერენციები გვაძლევს შესაძლებლობას, გავცვალოთ გამოცდილება გლობალურ ტექნოლოგიურ ლიდერებთან, გავაძლიეროთ ადგილობრივი ტექნოლოგიური ეკოსისტემა და იდეები რეალურ ცვლილებებად ვაქციოთ“- გიორგი ვარამიშვილი.

კონფერენციის მთავარ სცენაზე თიბისი ტექის ლიდერებიც წარდგებიან. შოთა იორამაშვილი ისაუბრებს ორგანიზაციაში GitHub Copilot-ის წარმატებული დანერგვის გამოცდილებაზე, ჯუბო ფალელაშვილი — მსხვილ ორგანიზაციებში AI-ის ეფექტიანი მართვის პრაქტიკებზე, ხოლო ნიკა ჟორდანია მონაწილეებს გააცნობს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტესტირების ინოვაციურ მიდგომას — Memory-Driven AI Test Automation-ს.

წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემაა „Big Tech. Global Legends. One Future.“ ღონისძიება თავს მოუყრის მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს, მათ შორის NVIDIA-ს, Google-ის, Amazon-ის, Microsoft-ის, Google Cloud-ისა და AWS-ის ექსპერტებს, რომლებიც ტექნოლოგიური განვითარების უახლეს ტენდენციებსა და გამოცდილებას გაუზიარებენ დამსწრეებს.