სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
  2. შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
  3. ყაზახეთი ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსას მიმართულებებს განიხილავს
  4. უკრაინელებმა რუსეთის ქალაქ ტობოლსკში ქიმიური ქარხანა დაბომბეს.
  5. კრემლმა რეგიონებს, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად, წლის ბოლომდე კონტრაქტით 409 ათასი სამხედრო მოსამსახურის აყვანა დაავალა
  6. საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
  7. ოდესაში რუსების სარაკეტო იერიშის შემდეგ სულ მცირე 8 ადამიანია დაშავებული
  8. უკრაინა თურქეთისგან ამერიკული წარმოების 70 ATACMS-ის ტიპის რაკეტას, 12 M270 სარაკეტო სისტემას, საბრძოლო მასალასა და 47 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა

თეგეტა ჰოლდინგმა 60 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში 11 მილიონი ევროს მოცულობის 2-წლიანი ობლიგაციები განათავსა. ემისიის ექსკლუზიური განთავსების აგენტი თიბისი კაპიტალია. ფასიანი ქაღალდები თბილისის საფონდო ბირჟაზე დაილისტება.

ინვესტორების მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, თავდაპირველად განსაზღვრულ 7.5 მილიონ ევროს ნაცვლად კომპანიამ 11 მილიონი ევროს ფასიანი ქაღალდები განათავსა.

კუპონის განაკვეთი 6.25%-ით განისაზღვრა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ევროში დენომინირებული ობლიგაციებისთვის ყველაზე დაბალი განაკვეთია. შედეგად, კომპანიამ 50 საბაზისო პუნქტით გააუმჯობესა 2024 წელს გამოშვებული ობლიგაციების განაკვეთი და ფასიანი ქაღალდების რეფინანსირება მოახდინა.

“ვულოცავ თეგეტას ობლიგაციების მორიგ წარმატებულ განთავსებას. კუპონის დაბალი განაკვეთი და დაგეგმილზე მაღალი მოცულობის ემისია ადასტურებს, რომ კომპანიის მიმართ ნდობა მაღალია. თეგეტა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ყველაზე აქტიური ემიტენტია. მიხარია, რომ ტრადიციულ პარტნიორებად ჩამოვყალიბდით და ერთობლივად უკვე 11 ემისია განვახორციელეთ, ჯამში 610 მილიონ ლარამდე მოცულობით. თითოეული ტრანზაქციით თიბისი კაპიტალი პარტნიორებთან ერთად ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას საქართველოში. წელს უკვე 570 მილიონ ლარზე მეტი ფასიანი ქაღალდები გვაქვს გამოშვებული ადგილობრივ ბაზარზე და ვინარჩუნებთ ბაზრის ლიდერის პოზიციას 84%-იანი წილით. ამასთან ერთად, თიბისი კაპიტალი აქტიურია საერთაშორისო სასესხო და სააქციო კაპიტალის ბაზრებზე“, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

„მოხარული ვართ, რომ „თეგეტა“ მორიგი ობლიგაციების ემისია მაღალი ინტერესის ფონზე წარმატებით განხორციელდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 6.25%-იანი კუპონის განაკვეთი საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ბოლო წლების განმავლობაში ევროში დენომინირებული ობლიგაციებისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ეს შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს ინვესტორების მაღალ ნდობას როგორც „თეგეტას“ მიმართ, ისე ჩვენი ბიზნესის სტაბილური განვითარების ხედვისადმი. მივესალმებით, რომ თიბისი კაპიტალთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ერთი წარმატებული ტრანზაქცია განვახორციელეთ და მორიგი წარმატებული ემისიით „თეგეტამ“ კაპიტალის ბაზარზე აქტიური მოთამაშის სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცა“,- ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი.