სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
  2. ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
  3. საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება - თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
  4. მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  5. თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
  6. თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
  7. ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო?
  8. ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
ბიზნესი

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

თიბისი აგრძელებს ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობას და ქმნის შესაძლებლობებს მათთვის, ვისაც, პროფესიული განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლა სურს. ამჯერად, თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის მიმართულებით ახალ სასწავლო პროგრამას Blockchain Technologies იწყებს.

კურსი იმ პროფესიონალებისა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სიღრმისეული შესწავლა და მისი პრაქტიკული გამოყენების გაცნობა უნდა თანამედროვე ბიზნესში.

კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ბლოკჩეინის მუშაობის პრინციპებს, Smart Contract-ებს, უსაფრთხოების მექანიზმებს, ტოკენებსა და ციფრულ აქტივებს, ასევე ტექნოლოგიის გამოყენებას ბანკინგში, FinTech-ში, დაზღვევაში, უძრავი ქონებისა და სხვა ინდუსტრიებში. პროგრამა მოიცავს რეალური ბიზნესქეისების ანალიზს, რეგულაციებსა და ბლოკჩეინ პროექტების დაგეგმვის პრაქტიკულ ასპექტებს.

პროგრამა განსაკუთრებით საინტერესო იქნება ბიზნესისა და IT სფეროს წარმომადგენლებისთვის, პროექტებისა და პროდუქტების მენეჯერებისთვის, რისკისა და Compliance-ის სპეციალისტებისთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ბლოკჩეინის შესაძლებლობების პრაქტიკაში გამოყენება სურს.

„ბლოკჩეინი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიაა, რომელიც უკვე მნიშვნელოვნად ცვლის ფინანსურ და არაერთ სხვა ინდუსტრიას. IT აკადემიის მიზანია, მონაწილეებს მივცეთ არა მხოლოდ ტექნოლოგიური ცოდნა, არამედ პრაქტიკული ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ბლოკჩეინის გამოყენება რეალური ბიზნესპროცესების გასაუმჯობესებლად. ამასთან, Tether-თან თანამშრომლობა პროგრამას საერთაშორისო გამოცდილებასა და ინდუსტრიაში დაგროვებულ საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებულ დამატებით ღირებულებას სძენს“- თათა ანჯაფარიძე, თიბისი IT აკადემიის ლიდი.

თიბისი IT აკადემიამ პროგრამა Tether-თან თანამშრომლობით მოამზადა. Tether მსოფლიოში ყველაზე დიდი სტეიბლქოინის USDT-ის გამომშვებია და კრიპტოინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა.

თუ გჯერა, რომ შენი მომავალი ტექნოლოგიებშია და გსურს კარიერის დაწყება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სფეროში 7-დან 19 ივლისის ჩათვლით დარეგისტრირდი IT აკადემიის პროგრამებზე.