სტატია
  1. 2026 წელს უკრაინის სახმელეთო რობოტებმა 112 000 ლოგისტიკური და საევაკუაციო მისია შეასრულეს
  2. თიბისი ტექსკოლა - სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
  3. თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
  4. თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
  5. სადაც ახალი იდეები იბადება - თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
  6. თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება - მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
  7. YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა
  8. ყველა უნდა ეცადოს, რომ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა გვქონდეს რუსული დრონების თითოეული ტიპის ჩამოსაგდებად
მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
ბიზნესი

მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის

თიბისის მუდმივად განახლებად მობაილბანკს მაისში არაერთი ახალი ფუნქციონალი და გაუმჯობესება დაემატა, რომლებიც შენს საჭიროებებს ერგება და კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გთავაზობს.

მაისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განახლება ოვერდრაფტის სრულად ციფრულად დამტკიცების შესაძლებლობაა. თუ აქამდე აქამდე ოვერდრაფტის გასააქტიურებლად ფილიალში მისვლა ან ქოლ-ცენტრთან დაკავშირება გჭირდებოდა, ახლა ამის გაკეთება პირდაპირ მობაილბანკიდან, სულ რაღაც 1-2 წუთში შეგიძლია.

ამ ეტაპზე, ოვერდრაფტის სრულად მობაილბანკიდან დამტკიცების შესაძლებლობა საქართველოს ბაზარზე მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი.

დიდი სიახლეა მობაილბანკში კრიპტო პლატფორმის დამატება, რომელიც 60-მდე კრიპტოაქტივით ვაჭრობის შესაძლებლობას გაძლევს. სასურველი კრიპტოაქტივის ყიდვა და გაყიდვა 24/7 რეჟიმში, პირდაპირ მობაილბანკიდან შეგიძლია, დამატებითი აპლიკაციის ჩამოტვირთვისა და ცალკე რეგისტრაციის გარეშე.

ახალი ფუნქციონალი კრიპტოაქტივებზე წვდომას უკვე ნაცნობ ციფრულ გარემოში გთავაზობს, რაც ინვესტირების პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის.

ფინანსების მართვა კიდევ უფრო ეფექტური გახდა „ჩემი ფინანსების“ განახლებული ფუნქციონალით. ახლა შეგიძლია ფინანსური სტატისტიკიდან ამოიღო ის ტრანზაქციები, რომლებიც რეალურად შენს ყოველდღიურ ხარჯებს არ ასახავს. შედეგად, „ჩემი ფინანსები“ უფრო ზუსტ და რელევანტურ სურათს გაჩვენებს.

მაისის განახლებებს შორისაა QR-ით თანხის განაღდების პროცესის გაუმჯობესებაც. ახალი ვერსიით, ბანკომატიდან QR-ით თანხის გამოტანისას, უკვე შეგიძლია შეამოწმო რომელი კუპიურებია ხელმისაწვდომი.

თიბისი მობაილბანკი მუდმივად ვითარდება შენი საჭიროებებისა და მოლოდინების გათვალისწინებით. მაისის განახლებებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება - ყოველდღიური ფინანსური საკითხების მართვა უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული გახდეს. შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის, მობაილბანკის განახლება უკვე შენს ხელშია. მომდევნო განახლებამდე კი, თავად გამოსცადე მობაილბანკის შესაძლებლობები -https://app.tbcbank.ge/YiId/lnruz1fr