სტატია
  1. ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  2. ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
  3. თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
  4. "ყველანი შეთანხმდნენ, რომ ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ეს განხილვას არ ექვემდებარება!"
  5. „თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  6. თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
  7. მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  8. "ამ სამხედრო ჩართულობის დასრულებისას, ამერიკელი ხალხი და მთელი მსოფლიო ბევრად უფრო უსაფრთხოდ და დაცულად იქნებიან"
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბიზნესი

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

თიბისის მობაილბანკის აპრილის განახლებებში საჭირო, საინტერესო და სასარგებლო სიახლეებზე მოგიყვებით, რომლებიც შენს ყოველდღიურ ციფრულ ცხოვრებაში აუცილებლად გამოგადგება და ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაგიმარტივებს.

სიახლეა ბარათის გაცემის პროცესში. ისედაც ძალიან მარტივი და სწრაფი პროცესი ახლა მეტად პერსონალიზებული გახდა - თუ ფიზიკური ბარათის საჭიროება არ გაქვს, შეკვეთის დროს უკვე შეგიძლია მხოლოდ ციფრული ბარათი აიღო, მაგრამ თუ მომავალში ფიზიკური ბარათიც დაგჭირდება, არც ეგ იქნება პრობლემა - მობაილბანკიდანვე მოითხოვ რომ ციფრულის ანალოგი დაგიმზადონ.

თუ ინვესტიციებით ხართ დაინტერესებული, მომდევნო სიახლე ნამდვილად შენთვისაა. რადგან ინვესტიციების მიმართ ინტერესი ყოველდღე იზრდება, თიბისის მობაილბანკის გუნდი ზრუნავს, რომ ერთ პლატფორმაზე იყოს თავმოყრილი ყველაფერი - შეფასება, რჩევები და უშუალო ყიდვა-გაყიდვაც - მომხმარებლის დროისა და ენერგიის დაზოგვისთვის.

აპრილის განახლებაში, ინვესტიციების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა:

  • ახალი ანალიტიკური ხელსაწყოები ინვესტიციების პლატფორმაზე - მომხმარებელს შეუძლია თვალი ადევნოს ბაზრის დინამიკას, ნახოს კომპანიების ფინანსური შედეგები, გაეცნოს ანალიტიკოსების შეფასებებს და ეს ყველაფერი ერთ სივრცეში - მობაილბანკში.
  • დღის ტრენდები - სადაც მომხმარებელი ხედავს, დღის ჭრილში რომელი კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა, რომლების შემცირდა და რომელი აქციები ივაჭრებოდა ყველაზე მეტად;
  • კომპანიების კვარტლური შედეგებისა და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების ნახვაც მობაილბანკშია შესაძლებელი;
  • უოლ სტრიტის ანალიტიკოსების შეფასებები, რეკომენდაციები და სამიზნე ფასები - რომელი აქციების ყიდვა-გაყიდვას გვირჩევენ დარგის წამყვანი ექსპერტები.

 

* გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.

მუდმივად განახლებადი თიბისის მობაილბანკი შენთან ერთად ქმნის საუკეთესო ციფრულ გამოცდილებას, რაც კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და დროის მნიშვნელოვნად დაზოგვას ნიშნავს. 

დაელოდე მაისის განახლებებს, სადაც კიდევ არაერთი სიახლე და საჭირო ინფორმაცია გელოდება. მანამდე კი, გამოსცადე თიბისის მობაილბანკის შესაძლებლობები: https://app.tbcbank.ge/YiId/31kbj20v