სტატია
  1. საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში - განათლება გამარჯვებაა
  2. ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
  3. უკრაინის პროკურატურა ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხს განიხილავს.
  4. აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში ვიზიტს დათანხმდნენ.
  5. უნგრეთმა ვიქტორ ორბანის მმართველობისას მითვისებული თანხების დასაბრუნებლად სააგენტო შექმნა
  6. „ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
  7. თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
  8. "გაფრთხილება!... გთხოვთ, გააზიარეთ ეს ინფორმაცია. ერთი გაზიარებაც კი შეიძლება ვინმეს სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმაროს"
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში - განათლება გამარჯვებაა
ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში - განათლება გამარჯვებაა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EJOI 2026) ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ლიტვის ქალაქ კაუნასში გამართულ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსება წარმატებით დაიცვეს დიმიტრი შენგელიამ და რიჩარდ ბარბაქაძემ.

განათლება გამარჯვებაა! სწორედ ამ რწმენით თიბისი მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ასაკის ადამიანებს, ხარისხიან განათლებაზე უფასოდ თანაბარ წვდომას აძლევს და მათ პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს უხსნის.

EJOI-ის ოლიმპიადაზე გამარჯვებულები დიმიტრი შენგელია პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურის“ აღსაზრდელია. რიჩარდ ბარბაქაძე კი ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა და ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურში“ სწავლობს.

ამ გამარჯვების უკან დგას თვითრწმენა, მიზანმიმართული და სისტემური მომზადება, რომელიც საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში განხორციელდა. წელს პირველად შეიქმნა EJOI-ს ასაკობრივი კატეგორიის ეროვნული ნაკრები, ჩატარდა შესარჩევი ეტაპები და მონაწილეებმა 20-დღიანი ინტენსიური მოსამზადებელი პროგრამა გაიარეს, რაც საერთაშორისო წარმატებით დაგვირგვინდა. ნაკრებს მენტორობას პროფესორი გიორგი მანდარია, თანამენტორობას კი ბაქარ გამეზარდაშვილი უწევენ.

თიბისი ტექ ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის მეშვეობით სისტემურად უჭერს მხარს STEM განათლების განვითარებას, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადებას. ჰაბი უზრუნველყოფს ეროვნული ნაკრებების შერჩევას, მომზადებასა და მხარდაჭერას ევროპის და მსოფლიოს ტექნოლოგიური ოლიმპიადებისთვის.

EJOI 2026-ში 25-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი ახალგაზრდა პროგრამისტი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრები ოთხი მოსწავლით იყო წარმოდგენილი, ხოლო მოპოვებული ორი ბრინჯაოს მედალი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის ტექნოლოგიური განათლების განვითარებაში განხორციელებული ინვესტიცია საერთაშორისო გამარჯვებებამდე მიდის.

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატება კიდევ ერთი დასტურია, რომ განათლება გამარჯვებაა. თიბისი აგრძელებს იმ ეკოსისტემის გაძლიერებას, რომელიც საქართველოს მომავალ ტექნოლოგიურ ლიდერებს აყალიბებს.