სტატია
  1. RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
  2. „მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ - თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
  3. შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
  4. ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
  5. "რუსეთის ელჩთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ უნგრეთის მთავრობა მკაცრად გმობს რუსულ თავდასხმას"
  6. "რუსმა კოლეგებმა ვერ შეძლეს, წარმოედგინათ მაგალითი, როგორ დაზიანდა მათი ინტერესები ევროკავშირთან სომხეთის თანამშრომლობის გამო"
  7. "თავდაცვის ძალებსა და სპეციალურ სამსახურებს დავავალე, წარმოადგინონ შესაძლო ფორმატები ჩვენი პასუხისთვის ამ დარტყმაზე“
  8. „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ბიზნესი

სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

28 აპრილს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სადაზღვევო კომპანია Wizer-ის დირექტორმა მაია კალანდაძემ და JPD Group-ის დამფუძნებელმა ირაკლი ჩომახაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებას სადაზღვევო და იურიდიულ სექტორებს შორის, რაც მიზნად ისახავს ქართულ ბაზარზე ინოვაციური სერვისის დანერგვას და სადაზღვევო პაკეტში სრული იურიდიული დაზღვევისა და სამართლებრივი მხარდაჭერის ინტეგრირებას და მოიცავს როგორც პრევენციას (დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების შედგენა), ასევე, უძრავი ქონებასთან დაკავშირებულ, საოჯახო, ადმინისტრაციულ, სისხლის სამართლისა და ყველა სხვა სამართლებრივი საკითხის პროფესიონალურ და კვალიფიციურ მართვას.

სადაზღვევო კომპანია “Wizer” 16 წელი წარმატებით ოპერირებს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე (“პსპ დაზღვევა“ 2025 წლამდე). ახალი ბრენდის კონცეფცია სრულად თანამედროვე, თავისუფალ და გამბედავ ადამიანებისთვის შეიქმნა. “ჩვენ ვაზღვევთ ყველაფერს, შენ ყველაფერს ნუ დააზღვევ” ნიშნავს რომ ყველა ახალი სადაზღვევო პროდუქტი ორიგინალურობასთან ერთად ისეთი რისკების დაზღვევას ემსახურება, რომელიც დაზღვეულს თავისუფლად ცხოვრების მხარდაჭერას უცხადებს და რისკების გამო თამამ გადაწყვეტილებებზე უარის თქმისგან იცავს.

JPD Group კი არის პირველი LegalTech სერვისი საქართველოში, რომელიც კომპანიებს სთავაზობს სრულიად ინოვაციურ სრულ და ყოვლისმომცველ იურიდიულ დახმარებას საკუთარი თანამშრომლებისთვის სწრაფად, მარტივად და კვალიფიციურად, ზედმეტი დროისა და სხვა რესურსების ხარჯვის გარეშე, პირდაპირ სმარტფონით.

დღევანდელი მემორანდუმი არის ახალი სიტყვა ქართულ ბაზარზე. დღეიდან, Wizer Insurance და JPD Group ადამიანებს სთავაზობენ ხელმისაწვდომ, სწრაფ და კვალიფიციურ დაზღვევას, რომელიც მათ შორის მოიცავს სრულ იურიდიულ დაზღვევას ყველანაირი რისკებისა და საფრთხეებისგან.

“ვაიზერს” მრავალწლიანი სადაზღვევო გამოცდილება აქვს, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ავტო, სამოგზაურო დაზღვევის მიმართულებით. ამასთან ცნობილია როგორც არაერთი ინოვაციური და კომფორტული სერვისის დამნერგავი სადაზღვევო სექტორში.  დღევანდელი მემორანდუმის საფუძველზე “ვაიზერი” საქართველოში უნიკალურ “იუდიული დაზღვევის” პროდუქტს შესთავაზებს სადაზღვევო ბაზარს - სრული იურიდიული დახმარება ზედმეტი დროისა და ხარჯების გარეშე, სწრაფად, მარტივად და კვალიფიციურად. ამასთან “ვაიზერი” აგრძელებს ახალ სადაზღვევო პროდუქტებზე მუშაობას და სულ მალე დაზღვევის ბევრ ორიგინალურ პროდუქტს შესთავზებს საზოაგდოებას“ - განაცხადა მაია კალანდაძემ, სადაზღვევო კომპანია „ვაიზერის“ დირექტორმა.

„JPD GROUP(ჯეი პი დი გრუპი) არის  თანამედროვე LegalTech და იურიდიული სერვისების კომპანია, რომელიც ქმნის თანამშრომელთა კეთილდღეობის (Wellbeing) ახალ სტანდარტს კორპორატიულ გარემოში და  კომპანიებს სთავაზობს  პერსონალური იურიდიული დაცვის სისტემას, რომელიც თანამშრომლებს ათავისუფლებს პირადი სამართლებრივი სტრესისგან და ამით ზრდის მათ პროდუქტიულობას, ლოიალობასა და ორგანიზაციის სტაბილურობას. JPD Group მოქმედებს როგორც გარე, დამოუკიდებელი იურიდიული პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ, კონფიდენციალურ და სრულყოფილ სამართლებრივ მხარდაჭერას ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოქმნილი ნებისმიერი პირადი სამართლებრივი საკითხის დროს“ -აცხადებენ JPD GROUP-ში.