სტატია
  1. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 590 სამხედრო დაკარგა
  2. „გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  3. თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
  4. “შუა დერეფანი და საქართველო” - თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა
  5. ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  6. ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
  7. თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
  8. "ყველანი შეთანხმდნენ, რომ ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ეს განხილვას არ ექვემდებარება!"
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ბიზნესი

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში ნიკო ნერგაძესთან ერთად შექმნილი YouTube პოდკასტების სერია „არის ერთი ნიუანსი“ ახალი, მე-15 ეპიზოდით გრძელდება. ამ ვიდეო ეპიზოდში კი გაიგებთ, „როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება?“.

შვებულება დასვენების დროა, თუმცა რამდენად კარგად ვიცით, რეალურად რა გავლენას ახდენს ის ჩვენს ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე? ახალ ეპიზოდში ნიკო ნერგაძე სწორედ ამ საკითხს იკვლევს და გვიყვება, როგორ დავისვენოთ ისე, რომ შვებულების ეფექტი ყოველდღიურ რუტინაში დაბრუნების შემდეგაც დიდხანს შევინარჩუნოთ.

ვიდეო პოდკასტების სერია „არის ერთი ნიუანსი“ იმ კითხვებზე პასუხების ძიებას ცდილობს, რომლებსაც მარტივი და ერთმნიშვნელოვანი პასუხები არ აქვს. პოდკასტში განხილული თემები თანამედროვე სამეცნიერო კვლევებს ეყრდნობა და გვაჩვენებს, როგორ ყალიბდება ცოდნა, რატომ არის კონტექსტი მნიშვნელოვანი და რატომ არ არის ჭეშმარიტება ყოველთვის შავ-თეთრი.

თიბისისთვის განათლება, ცოდნის გაზიარება და მუდმივი განვითარება მნიშვნელოვანი ღირებულებებია. სწორედ ამიტომ ბრენდი მხარს უჭერს საგანმანათლებლო პლატფორმებს, რომლებიც საზოგადოებაში შემეცნებას, კრიტიკულ აზროვნებასა და კვლევით კულტურას აძლიერებს.

გაეცანით „არის ერთი ნიუანსის“ ვიდეო პოდკასტების სრულ ეპიზოდებს.