სტატია
  1. „თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  2. თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
  3. მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  4. "ამ სამხედრო ჩართულობის დასრულებისას, ამერიკელი ხალხი და მთელი მსოფლიო ბევრად უფრო უსაფრთხოდ და დაცულად იქნებიან"
  5. თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა
  6. მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
  7. "მე შევხვდი უკრაინელ დრონის ოპერატორს რომელმაც 800 რუსი მოკლა და არასდროს ყოფილა ფრონტის წინა ხაზზე"
  8. მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
„რაც ახლა ხდება, ეს არის მოსამზადებელი სამუშაოები ლილუაშვილ-ქარსელაძისათვის ბრალის წარსადგენად" - გიორგი კაპანაძე
საზოგადოება

„რაც ახლა ხდება, ეს არის მოსამზადებელი სამუშაოები ლილუაშვილ-ქარსელაძისათვის ბრალის წარსადგენად" - გიორგი კაპანაძე

„რაც ახლა ხდება, ეს არის მოსამზადებელი სამუშაოები ლილუაშვილ-ქარსელაძისათვის ბრალის წარსადგენად. ქარსელაძე არის ლილუაშვილის უახლოესი მეგობარი...

წლების განმავლობაში ვსაუბრობდით ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდში არსებულ კორუფციაზე... 

გვეუბნებოდნენ, რომ არ ვიყავით მართლები.

ახლა კი, თავადვე ამბობენ, რომ თურმე, საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი 11 მილიონ ლარზე მეტი მოიპარეს, ხოლო ბავშვები, ბაღების გარეშე დატოვეს.

თუმცა, სინამდვილეში, ეს არ არის ბრძოლა კორუფციასთან. ეს არის ბრძოლა ერთმანეთთან, სქემებისა და გავლენების გადანაწილების მიზნით.“ - წერს ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი, იურისტი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში, რითაც ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის კორუფციის ბრალდებით დაკავების და ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლში ჩხრეკის ჩატარების ფაქტს ეხმაურება.