სტატია
  1. ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  2. ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
  3. თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
  4. "ყველანი შეთანხმდნენ, რომ ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ეს განხილვას არ ექვემდებარება!"
  5. „თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  6. თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
  7. მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  8. "ამ სამხედრო ჩართულობის დასრულებისას, ამერიკელი ხალხი და მთელი მსოფლიო ბევრად უფრო უსაფრთხოდ და დაცულად იქნებიან"
პროუკრაინული პარტიზანული დაჯგუფების Atesh-ის წევრებმა ტულას ოლქის ქიმიურ ქარხანაში ელექტროგამანაწილებელი სისტემა გაანადგურეს
სოც. მედია

პროუკრაინული პარტიზანული დაჯგუფების Atesh-ის წევრებმა ტულას ოლქის ქიმიურ ქარხანაში ელექტროგამანაწილებელი სისტემა გაანადგურეს

პროუკრაინული პარტიზანული დაჯგუფების Atesh-ის წევრებმა ტულას ოლქის ქიმიურ ქარხანაში ელექტროგამანაწილებელი სისტემა გაანადგურეს, სარკინიგზო ხაზზე კი სარელეო ყუთი დაწვეს, ინფორმაციას Atesh-ი საკუთარ Telegram-არხზე ავრცელებს

„Atesh-ის წევრებმა ოპერაცია ჩაატარეს ნოვომოსკოვსკის კომბინატ „აზოტის“ რაიონში, რის შედეგადაც მწყობრიდან გამოიყვანეს ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ეს საწარმო აწარმოებს ქიმიურ კომპონენტებს, რომლებიც ფეთქებადი ნივთიერებების დასამზადებლად გამოიყენება და სატრანსპორტო კვანძებს საკუთარი სარკინიგზო ხაზით უკავშირდება.

ოპერაციის მსვლელობისას განადგურდა ელექტროგამანაწილებელი სისტემა, რომელიც ქარხნის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფდა. ამავდროულად, სარკინიგზო ხაზზე დაწვეს სარელეო ყუთი , რამაც ლოგისტიკაში შეფერხებები გამოიწვია. ჩვენი მოძრაობა აგრძელებს რუსეთის სამხედრო მრეწველობის მოწყვლადი წერტილების გამოვლენას, რათა შეამციროს წარმოების ტემპები" - ნათქვამია Atesh-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.