სტატია
  1. ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  2. ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
  3. თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
  4. "ყველანი შეთანხმდნენ, რომ ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ეს განხილვას არ ექვემდებარება!"
  5. „თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  6. თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
  7. მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  8. "ამ სამხედრო ჩართულობის დასრულებისას, ამერიკელი ხალხი და მთელი მსოფლიო ბევრად უფრო უსაფრთხოდ და დაცულად იქნებიან"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

თიბისის მობაილბანკში წლის ყველაზე საინტერესო თავგადასავალი იწყება. სულ მალე, ,,საგანძურის მარათონის” მონაწილეები საგვარეულოებად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და პრიზების მოსაგებად, საერთო მიზნისთვის გაერთიანდებიან. 

,,საგანძურის მარათონი’’ საინტერესო ისტორიას ეფუძნება, სადაც მოთამაშეები ოთხ დიდ საგვარეულოდ განაწილდებიან და სამეფოში გაბნეული საგანძურის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. თამაშში გუნდურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - სწორედ საერთო ძალისხმევა გადაწყვეტს ფინალისტების ვინაობას. გუნდებში მოთამაშეების გასანაწილებლად, მომხმარებლები სპეციალურად მარათონისთვის შედგენილ ქვიზს შეავსებენ, რომელიც მათ ფინანსური ქცევებს გამოავლენს და შესაბამის საგვარეულოში გაანაწილებს.  

თიბისის მობაილბანკი, თამაშის მონაწილეებს, ყოველდღიური და ყოველთვიური მისიების შესრულებას, მონეტების დაგროვებას და სრულიად ახალ ციფრულ გამოცდილებას შესთავაზებს. ყოველი დღის, კვირისა და თვის ბოლოს ოთხი საგვარეულოს თითო მედროშე დასაჩუქრდება. მთავარი პრიზისთვის ბრძოლას კი, მხოლოდ ფინალში გადასული საგვარეულოს წევრები შეძლებენ.  

მარათონის მიზანი ამჯერადაც უცვლელია. შევქმნათ საუკეთესო ციფრული გამოცდილება და კიდევ ერთი დაუვიწყარი თავგადასავალი მომხმარებლებისთვის. 

თამაშის წესების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://link.tbc.ge/treasure-marathon