სტატია
  1. სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
  2. თიბისის მხარდაჭერით, ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია დაიწყო
  3. უკრაინელმა სამხედროებმა საევაკუაციო დრონით ერთ კვირაში ფრონტიდან ორი დაჭრილი ჯარისკაცი გამოიყვანეს
  4. კაკლის გადამამუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
  5. სერბეთის ექსპრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
  6. თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
  7. ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან - თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
  8. "იცით, მე დავრეკე თუ სხვამ დარეკა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, მთავარი შედეგი ისაა, რომ მან (ილონ მასკმა) ყველაფერი აღადგინა“
" მინდა მოგიყვეთ ერთი ამბავი..." - გიორგი კაპანაძე
საზოგადოება

" მინდა მოგიყვეთ ერთი ამბავი..." - გიორგი კაპანაძე

„ბევრმა დაწერა პოლიტიკოსების ხალხთან შეხვედრის აუცილებლობის შესახებ. ბევრმაც საკუთარი გამოცდილება გაიხსენა. ამიტომ, მინდა მოგიყვეთ ერთი ამბავი...

2020 წელს, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ადგილობრივ ლიდერებთან ერთად, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის თითქმის ყველა სოფელი შემოვიარეთ. ბევრ სოფელში რამდენჯერმეც ვიყავით. ვესაუბრებოდით ყველას - ოლქის სპეციფიკის გათვალისწინებით, მათ შორის ოცნების ბევრ მომხრესაც.

არავის გვქონდა მოლოდინი, რომ საჩხერეში... არჩევნებს მოვიგებდით, მაგრამ ხალხთან შეხვედრებს მაინც ვაგრძელებდით. მივდიოდით ყველგან - ჭორვილის ჩათვლით.

მახსოვს, როდესაც ვთქვით, რომ საჩხერეში დიდ მიტინგს გავაკეთებდით, ზოგიერთმა არ დაიჯერა, რომ ამას შევძლებდით...

ერთი ნაწილი მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ გვაფრთხილებდა...

მეორე ნაწილი კი, ადგილის შეცვლას გვირჩევდა.

თუმცა, ჩვენმა მეგობრებმა მხარი დაგვიჭირეს და გვერდით დაგვიდგნენ...

შედეგად, ადგილობრივი ლიდერების ორგანიზებით და ხალხის დახმარებით, საჩხერის შუაგულში საკმაოდ დიდი აქცია გამოგვივიდა, რომელიც პირდაპირ ეთერში, ალბათ, ბევრმაც ნახა... ისევე როგორც ჩვენი შეკრება ჭორვილაში, ახალგაზრდებთან ერთად.

საბოლოოდ, ოფიციალური მონაცემებით, ოცნების საარჩევნო პირამიდის, ამომრჩევლის დაშინების, მოსყიდვის, ოპოზიციის მხარდამჭერთა ნაწილისთვის პირადობის მოწმობის ჩამორთმევის, კარუსელის და ხელმოწერების გაყალბების მიუხედავად, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა 9032 ხმა ავიღე. ხოლო, გაერთიანებულმა ოპოზიციამ - 8396 ხმა აიღო და მეორე ადგილზე გავედით.

ეს ამბავი იმიტომ გავიხსენე, რომ ხალხთან შეხვედრას, სადაც არ უნდა იყოს ის, ალტერნატივა არ აქვს…

რა თქმა უნდა, სოციალური ქსელები, ტელევიზიები, მედია… მნიშვნელოვანია, თუმცა, გამარჯვების პოლიტიკა, დიდწილად მაინც პირდაპირი ინტერაქციის გზით კეთდება, მითუმეტეს ოპოზიციიდან.

სწორედ ეს გვასწავლა მადიარის გამარჯვებამ უნგრეთში და სხვათაშორის, მამდანის გამარჯვებამ - ნიუ იორკში.

აქვე, კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ყველას, ადგილობრივი ლიდერებისა და მხარდამჭერების ჩათვლით, ვინც მაშინ, ამ რთულ ოლქში, ეს გზა ერთად გავიარეთ...

შედეგები არ იყო საკმარისი. თუმცა, რომ არა ჩვენი ერთგული, გაუტეხელი მხარდამჭერები და ადგილობრივი ლიდერები, ალბათ, ბევრ რამეს ვერ შევძლებდით.“ - წერს ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი, იურისტი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში.