სტატია
  1. უკრაინელმა სამხედროებმა საევაკუაციო დრონით ერთ კვირაში ფრონტიდან ორი დაჭრილი ჯარისკაცი გამოიყვანეს
  2. კაკლის გადამამუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
  3. სერბეთის ექსპრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
  4. თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
  5. ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან - თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
  6. "იცით, მე დავრეკე თუ სხვამ დარეკა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, მთავარი შედეგი ისაა, რომ მან (ილონ მასკმა) ყველაფერი აღადგინა“
  7. „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  8. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ბიზნესი

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა ახლა უკვე დღეში 16 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. მომხმარებლებს აქციების ყიდვა-გაყიდვა შეუძლიათ როგორც ბაზრის გახსნამდე, ისე დახურვის შემდეგ.

სავაჭრო საათებია:

  • 12:00–17:30 — ბაზრის გახსნამდე
  • 17:30–00:00 — რეგულარული სავაჭრო საათები
  • 00:00–04:00 — ბაზრის დახურვის შემდეგ

ბაზრისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ხშირად რეგულარული სავაჭრო საათების მიღმაც ქვეყნდება — მათ შორის: კომპანიების კვარტალური შედეგები, ეკონომიკური მონაცემები და კორპორაციული სიახლეები.

დამატებითი სავაჭრო საათები ინვესტორებს საშუალებას აძლევს, ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესაბამისად, გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად მიიღონ და მომდევნო სავაჭრო დღეს აღარ დაელოდონ.

ახალი ფუნქციონალი — აშშ-ის საფონდო ბირჟაზე გაზრდილი სავაჭრო საათების დამატება — საინვესტიციო პლატფორმის განვითარების კიდევ ერთი ნაბიჯია; ფუნქციონალის მიზანია, ინვესტირება უფრო მარტივი და მოქნილი გახდეს როგორც დამწყები, ისე გამოცდილი ინვესტორებისთვის.

დამატებითი სავაჭრო საათებით სარგებლობა შესაძლებელია თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმიდან: https://app.tbcbank.ge/YiId/vmg69gvc

სავაჭრო საათები მოცემულია თბილისის დროით და შესაძლოა სეზონურად შეიცვალოს.

გაითვალისწინეთ, რომ დამატებითი სავაჭრო საათების ფუნქციონალით სარგებლობისთვის საჭიროა, თიბისის მობაილბანკის აპლიკაციის განახლება.

ეს არ არის ფინანსური რჩევა.