სტატია
  1. თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
  2. “შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
  3. თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
  4. თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
  5. პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება
  6. თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო - სწორი ადგილი განათლებისთვის
  7. თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
  8. Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
კრემლმა რეგიონებს, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად, წლის ბოლომდე კონტრაქტით 409 ათასი სამხედრო მოსამსახურის აყვანა დაავალა
სოც. მედია

კრემლმა რეგიონებს, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად, წლის ბოლომდე კონტრაქტით 409 ათასი სამხედრო მოსამსახურის აყვანა დაავალა

კრემლმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის რეგიონებს, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად, წლის ბოლომდე კონტრაქტით 409 ათასი სამხედრო მოსამსახურის აყვანა დაავალეს. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ გეგმის შესასრულებლად ხელისუფლება ადგილობრივ მთავრობებზე ზეწოლას აძლიერებს და ცდილობს, თავიდან აიცილოს მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადება.

"პუტინი უარს აცხადებს სამხედრო სტრატეგიის შეცვლაზე, რომელიც ეფუძნება მზადყოფნას, რუსეთმა უკრაინაში მეტი ჯარისკაცი დაკარგოს, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის შეფასებებით, მოსკოვის დანაკარგები თვეში 30 ათას ადამიანს აღემატება“ . ნათქვამია სტატიაში.

Financial Times-ის შეფასებით, რუსეთის შეტევის ტემპი დაბალი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი რეგულარულად ცდილობს სამხედრო დაჯგუფების რაოდენობის გაზრდას. გამოცემის ინფორმაციით, გეგმის შესასრულებლად რეგიონებში ზეწოლის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ: მამაკაცების ქუჩებში დაკავებას, მაღალჩინოსნების ვიზიტებს, მოვალეების, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირებისა და ახლად დემობილიზებული წვევამდელი სამხედროების გადაბირებას.

Financial Times-ის ინფორმაციით, პენზაში პოლიცია სამუშაო ადგილებზე რეიდებს ატარებდა და ქუჩებიდან ადამიანები სამხედრო კომისარიატებში გადაჰყავდა, სადაც მათ კონტრაქტებზე ხელმოწერას აიძულებდნენ.