სტატია
  1. თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
  2. თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
  3. ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო?
  4. ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  5. როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
  6. თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
  7. თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
  8. რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
ბიზნესი

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის

მომხმარებლებს, ვისაც სურთ 12 ივნისს, თბილისში, „დინამო არენაზე“ დაგეგმილ YE, Kanye West-ის კონცერტზე დასწრება, თიბისი ბილეთებით დასაჩუქრების რამდენიმე შესაძლებლობებს სთავაზობს.

  • ახალი თიბისი ბარათების მფლობელებისთვის

7 ივნისის ჩათვლით, ახალი თიბისი ბარათებით შეასრულეთ ყველაზე მეტი მინიმუმ 5-ლარიანი ტრანზაქცია თიბისის პოს-ტერმინალებზე ან ელკომერციის არხებში და დასაჩუქრდით YE, Kanye West-ის 2 ბილეთით.

შეთავაზება 18 მაისს დაიწყო და სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. კამპანიის ფარგლებში ყოველკვირეულად გამოვლინდება 20 გამარჯვებული:

  • 18 მაისი – 24 მაისი
  • 25 მაისი – 31 მაისი
  • 1 ივნისი – 7 ივნისი

დეტალური პირობების სანახავად, გადადით ბმულზე.

  •  თიბისის მობაილბანკში “საერთო ხარჯების” ფუნქციონალის მომხმარებლებისთვის

20 მაისიდან - 5 ივნისის ჩათვლით, შექმენით საერთო ხარჯების ჯგუფი (არაუმეტეს 10 წევრისგან შემდგარი) მობაილბანკში, გადაიხადეთ თიბისის ნებისმიერი ბარათით არანაკლებ 5 ლარი, გაყავით ხარჯები და დასაჩუქრდით YE, Kanye West-ის ბილეთებით მთელი სამეგობრო, ჯგუფის თითოეული წევრი.

ბილეთებს მიიღებს პირველი 5 ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ პერიოდში თანხას ყველაზე მეტჯერ გაყოფს. გამარჯვებულები 10 ივნისს გამოვლინდებიან.

დეტალური პირობების სანახავად, გადადით ბმულზე.

  • მათთვის, ვინც პირველად იყიდის კრიპტოს თიბისის მობაილბანკში

31 მაისის ჩათვლით, მობაილბანკის კრიპტო პლატფორმაზე ყოველი მე-100 მომხმარებელი, რომელიც პირველად იყიდის კრიპტოს, საჩუქრად მიიღებს YE, Kanye West-ის კონცერტის 2 ბილეთს. კამპანიის ფარგლებში კონცერტზე დასასწრები ბილეთებით ჯამში 100 მომხმარებელი დასაჩუქრდება.   

კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა იყოთ თიბისის მობაილბანკის მომხმარებელი და შეასრულოთ ნებისმიერი კრიპტოაქტივის ყიდვის პირველი ტრანზაქცია. შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ სრულწლოვან, 18 წელს ზევით მომხმარებლებზე.

დეტალური პირობების სანახავად, გადადით ბმულზე.

YE, Kanye West-ისონცერტი გამოირჩევა მასშტაბური შოუთი, ინოვაციური ვიზუალური ეფექტებითა და ენერგიული პერფორმანსით, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ გამოცდილებად აქცევს. 2026 წლის მარტში არტისტმა ახალი ალბომი -Bully გამოუშვა. რელიზს მსოფლიო მასშტაბით ექსკლუზიური შოუები მოჰყვა და სწორედ ამ ტურის ფარგლებში წარდგება YE „დინამო არენაზე“ შეკრებილი მსმენელის წინაშე.