სტატია
  1. „ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
  2. თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
  3. "გაფრთხილება!... გთხოვთ, გააზიარეთ ეს ინფორმაცია. ერთი გაზიარებაც კი შეიძლება ვინმეს სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმაროს"
  4. "ამ შემოდგომაზე მოსკოვი ბალისტიკური რაკეტების დარტყმების ქვეშ აღმოჩნდება..."
  5. უკრაინამ 4 300 მეტრის სიმაღლეზე რუსული იშვიათი, ძვირადღირებული დამრტყმელი დრონი Форпост-Р ჩამოაგდო
  6. თიბისის შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
  7. ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
  8. "სპეციალური სამხედრო ოპერაცია ადრე თუ გვიან აუცილებლად დასრულდება..."
"გამოსავალი არის ცვლილებები, დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა და სამართალდამცველი ორგანოების რეფორმა"
სოც. მედია

"გამოსავალი არის ცვლილებები, დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა და სამართალდამცველი ორგანოების რეფორმა"

„შსს-ს განცხადების მიხედვით, რომ თურმე ეს ყოფილა "ძალადობა", მაშინ, როდესაც გავრცელებული კადრების შინაარსი სრულად ჯდება წამების დეფინიციაში, რომელიც გათვალისწინებულია სს კოდექსის 144.1 მუხლით და გულისხმობს:

პირისათვის ან მესამე პირისათვის ისეთი პირობების შექმნას ან ისეთ მოპყრობას, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება, პირის დაშინება ან იძულება ანდა პირის დასჯა მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის.

თუმცა, გარდა სამართლებრივი საფუძვლებისა, ამ საზარელ ფაქტს აქვს პოლიტიკური შემადგენელიც, რომელიც მიუთითებს სისტემურ დანაშაულზე და იწვევს არა მხოლოდ უშუალოდ მოქმედი პირების, არამედ, სისტემის პასუხისმგებლობას.

შეგახსენებთ, რომ ეს არის ძალა, რომელიც ამბობდა, რომ მათთვის მთავარი ღირებულება ადამიანი იყო. თუმცა, ამ საშინელი კადრებით, გორში მომხდარი ჯგუფური ძალადობით, სასტიკი დარბევებით და ა.შ ვისაც დანახვა სურს აუცილებლად დაინახავს, რომ მათთვის მთავარი ღირებულება არა ადამიანი, არამედ სისტემა და ძალაუფლების შენარჩუნებაა.

აქ აღარ არის საუბარი იმაზე, ვინ რომელი პარტიის მხარდამჭერია. აქ საუბარია იმაზე, რომ დასაცავია ჩვენი შვილები, ნებისმიერი, რომელიც შესაძლოა ხვალ მსხვერპლი გახდეს.

ამიტომ, გამოსავალი არის ცვლილებები, დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა და სამართალდამცველი ორგანოების ისეთი რეფორმა, რომელიც მსგავს საზარელ, სისტემურ დანაშაულს გამორიცხავს იმის მიუხედავად, ვინ იქნება ხელისუფლებაში“ - წერს ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი კაპანაძე.