სტატია
  1. საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება - თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
  2. მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  3. თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
  4. თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
  5. ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო?
  6. ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  7. როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
  8. თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
"დღეს ჩემს წინაშე "პროკურატურის მოწმის" სახით წარდგა, სრულიად სახედაკარგული, მოცახცახე, ჩემი მთავრობის ყოფილი პრემიერი, ზურაბ ნოღაიდელი"
სოც. მედია

"დღეს ჩემს წინაშე "პროკურატურის მოწმის" სახით წარდგა, სრულიად სახედაკარგული, მოცახცახე, ჩემი მთავრობის ყოფილი პრემიერი, ზურაბ ნოღაიდელი"

"დღეს ჩემს წინაშე "პროკურატურის მოწმის" სახით წარდგა, სრულიად სახედაკარგული, მოცახცახე, ჩემი მთავრობის ყოფილი პრემიერი, ზურაბ ნოღაიდელი.

თავის დროზე, მე ის გავაგდე, იმიტომ რომ, მიუხედავად იმისა, რომ შიდა კორუფცია ბოლომდე მქონდა ამოძირკვული, აღმოვაჩინე, რომ ის თურქმენეთთან ვალის გაქვითვაში ხსნიდა დიდ ფულს.

მოგვიანებით მან 20 მილიონი დოლარი ჩადო კალაძის ფირმაში, თუმცა ცხოვრებაში სახელმწიფო სამსახურის გარდა არსად უმუშავია.

დღეს მის ჩვენებაში ერთხელ არ ვუხსენებივარ და არაფერში დავუდანაშაულებივარ, თან მიუხედავად იმისა, რომ 30 ბადრაგი მერტყა გარშემო და შუშის უკან ვიყავი, საოცრად შეშინებული იყო, კანკალებდა და თვალს თვალში ვერ მისწორებდა, ოღონდ შემდეგ ხალხს შეუტრიალდა დარბაზში და აგინა.

მე ძირითადი ნაწილი ძალიან მშვიდი ტონით ვათრიე, სანამ არ აყვირდა პუტინზე დასმულ კითხვაზე. საქმე იმაში კი არაა, რომ ხელი არ ან ვერ დამადო, თავისთავად მოწმეობაზე დათანხმება იყო სამარცხვინო, მაგრამ არაფერი არის იმაზე უფრო სამარცხვინო, რაც მან ომის შემდეგ ჩაიდინა, 5-ჯერ ესტუმრა რა ქართველების სისხლში ყურებამდე გასვრილ პუტინს, შეჰფიცა ერთგულება და დაჰპირდა საქართველოს დამორჩილებაში დახმარებას.

ჩემი "7 ნოემბრის" საბრალდებო დასკვნა ხელმოწერილია ФСБ-ს ოფიცერ ფარცხალაძე/რომანოვის მიერ, ხოლო მოწმედ ჰყავთ პუტინის პირდაპირი აგენტი ნოღაიდელი, წრე შეიკრა.

მათთვის ვინც არაა საქმის კურსში - სინამდვილეში ეს ე.წ. საქმე სხვა არაფერია თუ არა რუსეთის შურისძიება იმისთვის, რომ 2007 წელს ვერ მოახერხა გადატრიალება, ხოლო 2008-ში ქვეყნის დაპყრობა, იმიტომ რომ მე აღმოვჩნდი მოწოდების სიმაღლეზე, ოღონდ მინდა ვკითხო ქართველებს - რამდენ ხანს აპირებთ აიტანოთ ჩემი უსამართლო ტყვეობა და ამასობაში როდემდე უნდა იარონ ნოღაიდელმა და მისმა მსგავსებმა საზოგადოებაში ისე, რომ თავმოყვარე ადამიანებმა ყოველდღიურად არ შეახსენონ მათი ღალატი. სანამ ესენი თავისუფლად დადიან და მე ტყვეობაში ვრჩები, საქმე არ დაიძვრება, ასეთია მწარე სიმართლე" - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.