სტატია
  1. "ეს არ არის ჯგუფური ძალადობა? ამაში ვუხდით 14 ათას ლარს ამ ხალხს?"
  2. PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
  3. თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
  4. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა
  5. "რუსეთი არის საფრთხე, რომლის წინაშეც ყველანი ვდგავართ და აქ არავის აქვს უკრაინაზე უკეთესი გამოცდილება"
  6. „ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად
  7. 2026 წლის 26 ივნისის ღამეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დრონების იერიში წლის ყველაზე მასშტაბურ თავდასხმად შეფასდა
  8. „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
ბიზნესი

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად

ტექნოლოგიები დღეს პროგრესის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და სწორედ განათლება ქმნის შესაძლებლობას თავად გახდე ამ პროგრესის ნაწილი. სწორედ ამიტომ, თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიების მიმართულებით, აგრძელებს საგანმანათლებლო ინიციატივების შექმნას IT მიმართულებით . ამჯერად, თიბისი IT აკადემია მსურველებს მთელი საქართველოდან სთავაზობს 2 უფასო კურსს: GetData და Quality Engineering & Test Automation.

ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში მონაცემები ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ მთავარ რესურსად იქცა. შესაბამისად, ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა პროფესიონალებზე, რომლებიც შეძლებენ მონაცემების დამუშავებას, ანალიზსა და მათზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას, მაშინ როცა საქართველოს ბაზარზე კვალიფიციური სპეციალისტების საჭიროება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

 

სწორედ ამ საჭიროების საპასუხოდ, თიბისი IT აკადემიამ თიბისის Data გუნდთან თანამშრომლობით შექმნა GetData პროგრამა, რომელზეც მიღება უკვე მეორედ გამოცხადდა. პირველი ნაკადის კურსდამთავრებულებიდან 10 სტუდენტი უკვე თიბისის თანამშრომელია.

რაც შეეხება Quality Engineering & Test Automation კურსს, პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხი თანამედროვე ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. ხარისხის ინჟინერია დღეს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და პერსპექტიულ პროფესიად ითვლება, რადგან კომპანიებს სჭირდებათ სპეციალისტები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროგრამების გამართულ მუშაობას, შეცდომების დროულ აღმოჩენასა და პროცესების ავტომატიზაციას. აღნიშნულ პროგრამაზე მიღება თიბისი IT აკადემიაში უკვე მე-14-ედ მიმდინარეობს. პროგრამას ჯამში 300-ზე მეტი მონაწილე ჰყავს და თიბისის ხარისხის უზრუნველყოფის გუნდის 43% სწორედ IT აკადემიის კურსდამთავრებულია.

თიბისი აგრძელებს ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას და იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც საკუთარ მომავალს ინოვაციებსა და მუდმივ განვითარებას უკავშირებენ. თუ გჯერა, რომ შენი მომავალი ტექნოლოგიებშია და გსურს კარიერის დაწყება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სფეროში დარეგისტრირდი IT აკადემიის პროგრამებზე.