სტატია
  1. ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
  2. "რუსეთის ელჩთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ უნგრეთის მთავრობა მკაცრად გმობს რუსულ თავდასხმას"
  3. "რუსმა კოლეგებმა ვერ შეძლეს, წარმოედგინათ მაგალითი, როგორ დაზიანდა მათი ინტერესები ევროკავშირთან სომხეთის თანამშრომლობის გამო"
  4. "თავდაცვის ძალებსა და სპეციალურ სამსახურებს დავავალე, წარმოადგინონ შესაძლო ფორმატები ჩვენი პასუხისთვის ამ დარტყმაზე“
  5. „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
  6. დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
  7. "გვაქვს მოლოდინი, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების საკითხი ახლაც იქნება წამოჭრილი...“
  8. „მე ვიცი, რა ხდება, როდესაც კილიან მბაპე PSG-ს ტოვებს: კლუბი ჩემპიონთა ლიგას იგებს! (და შესაძლოა, მალე მეორედაც)“
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
ბიზნესი

ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია

ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს სააფთიაქო ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს საასურველი პროდუქტი „რაუნდ ლაბის“ მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან.

ბრენდი რამდენიმე ხაზს აერთიანებს ღრმა ჰიდრატაციის და მგრძნობიარე კანის მოვლის (Dokdo Line), ინტენსიური დატენიანების და ტენიანობის ბალანსის (Birch Juice Line), დამამშვიდებელი მოვლის (Pine Calming Cica line), კანის ბარიერის გამაძლიერებელი (Soybean Panthenol Line), ასაკობრივი კანის მოვლისა და ელასტიკურობის (Camellia Line),  გამაღიავებელი ეფექტისა და პიგმენტური ლაქების მოვლის (Vita Line).

კანის ბალანსის დაცვა ბუნებრივი ინგრედიენტით განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვთა და ჩვილების მოვლისთვის. ROUND LAB ბავშვთა მოვლის ხაზი Baby Mild შექმნილია პატარების კანის სათუთი და უსაფრთხო მოვლისთვის.

სამხრეთ კორეული თავის მოვლის ბრენდი „რაუნდ ლაბი“ 2017 წელს დაარსდა. K-beauty მიმართულებაში დღეს ის ერთ - ერთ ყველაზე გამორჩეულ და პოპულარულ ბრენდად მიიჩნევა. განსაკუთრებით, ბუნებრივი შემადგენლობის ფორმულების, მგრძნობიარე კანისთვის უსაფრთხო პროდუქტებისა და მინიმალისტური შემადგენლობის ეფექტური და უსუნო პროდუქციის გამო.

“თავის მოვლის მსოფლიო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანის გარდა, PSP მომხმარებლისთვის ცნობილია კომპანია, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას პირველმა გააცნო და მუდმივად ხელმისაწვდომს ხდის ახალ კორეულ ბრენდებს. ამჯერად კორეული პრემიუმ ბრენდი „რაუნდ ლაბ“ გვინდა გავაცნოთ საზოგადოებას, რომლის ფილოსოფია ეფუძნება იდეას - “Better Skin, Better Round” და აერთიანებს კორეის ბუნებრივი რესურსებით შთაგონებულ, ნაზ და ეფექტურ კანის მოვლის პროდუქტებს. კორეული ბუნების ძალის პროდუქტები უკვე ქართველი მომხმარებლის, მათ შორის ბავშვების კანის სამსახურშია“ -აცახდებენ PSP-ში.