სტატია
  1. RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
  2. „მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ - თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
  3. შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
  4. ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
  5. "რუსეთის ელჩთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ უნგრეთის მთავრობა მკაცრად გმობს რუსულ თავდასხმას"
  6. "რუსმა კოლეგებმა ვერ შეძლეს, წარმოედგინათ მაგალითი, როგორ დაზიანდა მათი ინტერესები ევროკავშირთან სომხეთის თანამშრომლობის გამო"
  7. "თავდაცვის ძალებსა და სპეციალურ სამსახურებს დავავალე, წარმოადგინონ შესაძლო ფორმატები ჩვენი პასუხისთვის ამ დარტყმაზე“
  8. „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
ბიზნესი

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა

თიბისიმ, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან - IFC, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია და იტალიურ ფინანსურ ინსტიტუტთან - CDP, ხელი მოაწერა 90 მილიონი დოლარის  5-წლიან სასესხო ხელშეკრულებებს. პარტნიორობა მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარების ხელშეწყობასა და  ენერგორესურსების ეფექტიანი გამოყენების  მხარდაჭერას ისახავს მიზნად.  

თანამშრომლობის ფარგლებში, MSME ბიზნესისთვის გრძელვადიანი სესხით სარგებლობის პირობები გაუმჯობესდება და ის უფრო შეღავათიანი და ხელმისაწვდომი გახდება. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზრდება სესხებით სარგებლობის შესაძლებლობა ისეთი პროექტებისთვის, რომლებიც  ბიზნესებს ენერგორესურსების ეფექტიანად გამოყენების საშუალებას და მდგრადი განვითარების მოტივაციას მისცემს.  

IFC-ის მიერ თიბისისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი - 50 მლნ დოლარს შეადგენს CDP-ის მიერ გამოყოფილი კი - 40 მლნ დოლარს. აღნიშნული ტრანზაქცია პირველი პრეცედენტია, როცა უმსხვილესმა იტალიურმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, Cassa Depositi e Prestiti-მა სასესხო ხელშეკრულება ქართულ ბანკთან გააფორმა

მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, IFC-სა და CDP-სთან თანამშრომლობით, 90 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსის მოვიზიდეთ. აღნიშნული ტრანზაქცია შესაძლებლობას მოგვცემს, მომხმარებლებს გრძელვადიანი ფინანსური პროდუქტები გაუმჯობესებული პირობებით შევთავაზოთ და კიდევ უფრო გავუმარტივოთ მათ ცხოვრება. გვჯერა, რომ ამ თანამშრომლობით მხარს დავუჭერთ ბიზნესების ზრდასა და განვითარებას ქვეყანაში და მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, მათ შორის - ენერგოეფექტურობის მხარდაჭერაშიეს შეთანხმება საერთაშორისო სტანდარტებთან მეტად დაგვაახლოვებს და კიდევ უფრო გაამყარებს ფინანსური ინსტიტუტების ნდობას ქართული საბანკო სექტორის მიმართ“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორი. 

საქართველოში მცირე ბიზნესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის, თუმცა ბევრი მცირე კომპანიისთვის ჯერ კიდევ რთულია გრძელვადიანი დაფინანსების მიღება.თიბისი ბანკთან პარტნიორობის მეშვეობით, ჩვენ ხელს ვუწყობთ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ენერგორესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას, კერძო ბიზნესის ზრდას, განვითარებაში თანხების ინვესტირებას და სამუშაო ადგილების შექმნას’’, -  ანდრეს ფელიპე გომესი, IFC-ის ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფის რეგიონული მენეჯერი ევროპაში.

“CDP აგრძელებს საერთო მიზნებსა და ნდობაზე დაფუძნებულ საერთაშორისო პარტნიორობებს. IFC-სა და თიბისისთან თანამშრომლობით, ასევე თიბისი ლიზინგთან უკვე არსებული პარტნიორობის საფუძველზე, CDP ხელს უწყობს ადგილობრივი საფინანსო ეკოსისტემის გაძლიერებას და ამავდროულად, ამყარებს საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობებს“, - ქრისტინა მორელი, CDP-ის სუვერენული, ფინანსური ინსტიტუტების და კორპორატიული დაფინანსების ხელმძღვანელი.

დღეს, ჩვენ მომსწრენი ვართ იმისა, თუ როგორ ძლიერდება იტალიასა და საქართველოს - კერძოდ, ჩვენი ქვეყნების ფინანსურ სექტორებს შორის არსებული კავშირები. CDP-სა და თიბისის შორის ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულება, რომელიც CDP- მიერ საქართველოში განხორციელებული მეორე ტრანზაქციაა, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის მთავარი საყრდენის - მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერაში. ფინანსური რესურსის მოზიდვის გარდა, ეს შეთანხმება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობაცაა, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ბიზნესსექტორის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას’’, -  საქართველოში იტალიის ელჩი, მასიმილიანო ანტუონო.

ხელმოწერის ღონისძიება თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართა და მას თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორი - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის ფინანსების მართვის დირექტორი -  გიორგი მეგრელიშვილი, IFC-ის ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფის რეგიონული მენეჯერი ევროპაში - ანდრეს ფელიპე გომესი, IFC-ის წარმომადგენელი საქართველოში - თეა გიგიბერია და  CDP-ის სუვერენული, ფინანსური ინსტიტუტების და კორპორატიული დაფინანსების ხელმძღვანელი - ქრისტინა მორელი, ასევე, იტალიის ელჩი საქართველოში - მასიმილიანო ანტუონო ესწრებოდნენ